რაშპილი - 9 ოქტომბერი, 2015 - 21:07
ყველაზე კარგი რჩევა იქნება, რომ დაანებოთ თავი თალაკვაძის რჩევებს!
Anonymous - 9 ოქტომბერი, 2015 - 19:27
და საერთოდ – გამსანთვლელებმა ეს წაიკითხეთ – https://talakvadze.wordpress.com/2013/05/13/%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%...
ჩემს დიდ პაპას ქართლში უზარმაზარი ქვევრები ქონდა მარანში (2-2 კაცი ჩადიოდა ისე რეცხავდა), იქ არავის არასდროს უთქვამს რამე გასანთვლაზე...
დავით კორახაშვილი - 9 ოქტომბერი, 2015 - 11:16
ვთავაზობდით და ვთავაზობთ თანამშრომლობას ყველა გლეხს ვისაც კარგი ხარისხის ყურძენი მოყავს და უნდა ხარისხიანი ღვინო აწარმოოს და გაყიდოს, თანამონაწილეობას, პარტნიორობას - რაც გინდათ ის დაარქვით.
თუ გსურთ ხარისხიანი ღვინო აწარმოოთ და თვლით რომ თქვენი ყურძენი 60 თეთრზე მეტს იმსახურებს, 1 მილიონი არაა საჭირო, ვითანამშრომლოთ და ერთად ვაწარმოოთ ხარისხიანი ღვინო, ერთად გავყიდოთ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე და ძმურად გავიყოთ მოგება.
შატო თელავის დირექტორი: დავით კორახაშვილი
ჩემი მეილია: datokora@gmail.com
ტელ: 2184848
თაკო - 9 ოქტომბერი, 2015 - 10:04
ძალიან ცოცხალი დღიურები და საინტერესო ადამიანი. აუჩქარებლად ვკითხულობდი, სახელმძღვანელოსავით, ჩემთვის არაერთი საგულისხმო რამ ამოვიკითხე. მანამდე თქვენს ვენახთან დაკავშირებულ სამწუხარო ამბებსაც ვადევნებდი თვალს. დიდი ხანია გიცნობთ ასე, შორიდან. და ძალიან გგულშემატკივრობთ. ახლა ვიწყებ იმას, რასაც თქვენ წლების წინ შეუდექით _ ჩემი ახალშეძენილი ვენახის მოვლასა და ღვინის დაყენების სწავლას. ჩემნაირი დამწყებისთვის მაგალითი ხართ თქვენ და თქვენი მეგობარი მევენახე-მეღვინეები. წარმატებას გისურვებთ. ასე მგონია, რომ თქვენი ყაიდის ადამიანი ყველგან, სადაც უნდა აღმოჩნდეს, თბილისში, ნიუ-იორკსა თუ არ ვიცი კიდევ სად _ საკუთარ თავს, შესაძლებლობებს სულ ახლიდან და ახლიდან აღმოაჩენს და გამოიყენებს. ამიტომაც თქვენი ”დაწყებები” ყოველთვის წარმატებული იქნება.
P.S. დაბადების დღესაც გილოცავთ. მრავალს _ ჯანმრთელად, ბედნიერად, საინტერესოდ :)
ზურა თოფურიძე - 9 ოქტომბერი, 2015 - 00:50
ვაა, მე რა ყველაფერს დაგვიანებით ვიგებ! თქვენ გენაცვალეთ ჯაყელებო! :)
შოთა ხუროშვილი - 8 ოქტომბერი, 2015 - 23:05
..მალხაზ! დიდი ინტერესით და სიამოვნებით გავეცანი შენს დღიურებს. სხვასთან ერთად მწერლობის ნიჭიც გქონია: რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი –ვინმე ლიტერატორია–მეთქი. ამიტომაც არ შეწყვიტო, გააგრძელე...რაც შეეხება შენს „სიბერეს„: ერთხელ მე და სომა კურჩატოვის ინსტიტუტში ერთი პროფესორის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ნადიმზე გახლდით. და როცა სიტუაცია მხიარულ ფაზაში გადაიზარდა, იუბილარმა მკითხა „რამდენი წლის ბრძანდებითო?„ მე ვუპასუხე 55 ისა მეთქი. იუბილარს თვალთაგან ცრემლები გადმოსცვივდა და წაიტირა: კაკოი პრეკრასნი ვოზრასტ–ო! ეხლა მე, 70 –ს გადაცილებული, იგივეს გეუბნები შენ – მშვენიერი ასაკია, „ჯერ სიბერემდე ჯვარი გწერია„. ეხლახან ვიყავი თბილისში და შენი ღვინო ვერსად ვიშოვე, თუმცა კი ცდა არ დავაკელი. გისურვებ წარმატებებს.
თინა - 8 ოქტომბერი, 2015 - 20:46
მალხაზ ჯაყელი ის კაცია, რომელსაც ერი უნდა გაუფრთხილდეს და არა დააფრთხოს. მახო, ვამაყობ შენით, შენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ და არაჩვეულებრივი ოჯახი გაქვს. მძიმე გამოცდა მოგიმზადა ცხოვრებამ, მაგრამ შენ ამასაც ვაჟკაცურად გადაიტან, დარწმუნებული ვარ. შენს გამოსამშვიდობებელ საღამოზე ვიტირე, მაგრამ ეს ცრემლები იმ მონატრების იყო, რომელიც სულ მალე დამეუფლებოდა. უმაგრესი კაცი ხარ, უმაგრესი!
თინა - 8 ოქტომბერი, 2015 - 20:46
მალხაზ ჯაყელი ის კაცია, რომელსაც ერი უნდა გაუფრთხილდეს და არა დააფრთხოს. მახო, ვამაყობ შენით, შენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ და არაჩვეულებრივი ოჯახი გაქვს. მძიმე გამოცდა მოგიმზადა ცხოვრებამ, მაგრამ შენ ამასაც ვაჟკაცურად გადაიტან, დარწმუნებული ვარ. შენს გამოსამშვიდობებელ საღამოზე ვიტირე, მაგრამ ეს ცრემლები იმ მონატრების იყო, რომელიც სულ მალე დამეუფლებოდა. უმაგრესი კაცი ხარ, უმაგრესი!
ქეთო ნინიძე - 8 ოქტომბერი, 2015 - 12:46
Anonimous - მე გახლავარ ქეთო ნინიძე, განათლებით, ფილოლოგი, ამჟამად, ღვინის ჟურნალისტი. თქვენი კომენტარი კიდევ ერთი მტკიცებულებაა მიერ მოყვანილი ამონარიდის ჭეშმარიტებისა. :):)