Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თბილისის ვისკის ფესტივალი 2025

საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას IV, V და VI პავილიონში 17-18 მაისს თბილისის ვისკის ფესტივალი 2025 გაიმართება.

თბილისის ვისკის ფესტივალი 2025 გამორჩეული ღონისძიებაა, რომელიც ვისკის კულტურას, ქართულ გემოსა და ინოვაციას აერთიანებს. ფესტივალის სტუმრებს ექსპო ჯორჯიაში დახვდებათ 1000+ სახეობის სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელები, როგორიცაა ვისკი, ჯინი, ბრენდი და სხვა. 

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები — შეხვედრები დისტილერების წარმომადგენლებთან და წამყვან ექსპერტებთან; დეგუსტაციები – კლასიკური, იშვიათი და კოლექციური ბოთლები. უგემრიელესი ადგილობრივი პროდუქტების დეგუსტაცია: ქართული წარმოების შოკოლადი, ჩირი და ნაყინი;  ელექტრო ავტომობილის პრეზენტაცია და მოტოს ჩვენება.

საფესტივალო სივრცეში დაგხვდებათ ზვიად ციკოლიას მიერ შექმნილი დიზაინერული აქსესუარების კუთხე, ფოტოსტუდია - პროფესიონალური ფოტოები სტუმრებისთვის, ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროების წარმომადგენლები - დასვენებისა და მოგზაურობის იდეებისთვის და ქალაქური ბარების ზონა - კოქტეილები.

თბილისის ვისკის ფესტივალი ყველასთვისაა განკუთვნილი, მათ შორის ვისკის მოყვარულებისთვის, კოლექციონერებისთვის, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებისთვის და ყველასთვის, ვისაც სურს სიახლეების აღმოჩენა გემოს, დიზაინისა და ტექნოლოგიის სფეროში.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ვისკის ფესტივალის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ახალი ღვინის ფესტივალი 2025-ში, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ახალი ღვინის ფესტივალის სტუმრებს და საკუთარი თავი გაეცნოთ მათთვის.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული