Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცვლილებები მსოფლიო ღვინის ბაზარზე

პანდემიისას შეზღუდვების განმავლობაში მეორად, ანუ საფონდო ბაზარზე მაღალი ხარისხის ღვინოების ფასები გაიზარდა, თუმცა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაყიდვები შენელდა და ამან ფასებზეც იმოქმედა. 

მონაცემბს Liv-Ex, ღვინის ვაჭრობის მსოფლიო ბაზარი გვაწვდის, რომელმაც დღეს უკანასკნელი პერიოდის ანგარიში გამოქვეყნა. ღვინო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან ძირითადად მეორად ბაზარზე იყიდება, თუმცა ბურგუნდიასა და შამპანში ამჟამად მაღალხარისხიანი ღვინის მოთხოვნისა და მყიდველების ნაკლებობას განიცდიან.  როგორც წერენ, ეს გასაკვირი სულაც არა, რადგან Romanée-Conti-ის მარნის ერთი ბოთლის DRC-ის ფასი ახლა საშუალოდ 25000$-ს შეადგენს. ჯერ კიდევ 2017 წელს, მაგალითად, ბორდოს ღვინოები Liv-Ex-ის ბირჟაზე გარიგებების დაახლოებით ორ მესამედს შეადგენდა. წელს მისი ნიშნული 35%-მდე დაეცა, ხოლო ბურგუნდიული ღვინოების 26%-მდე.

მიუხედავად იმისა, რომ ბურგუნდიაში მცირე მარნებმა საკმაო წარმატებას მიაღიწეს, მყიდველები, როგორც ჩანს Grand Crus მიღმაც დაინტერესდნენ. რობი სტივენსი, Liv-Ex-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ამბობს, რომ მყიდველები ახლა არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ღვინოებით არიან დაინტერესებულნი, არამედ უფრო მცირე, უცნობი მარნებიდან: “Roumier Bourgogne Rouge ამ დღეებში 400$-500$-ად იყიდება, Domaine Bizot Bourgogne Rouge შეიძლება უფრო მეტიც ღირდეს. დრო შეიცვალა, არიან მწარმოებლები, რომლებიც ახლახანს გამოვიდნენ ასპარეზზე და უფრო და უფრო იძენენ მიმდევრებს. ხალხის მოთხოვნა ახალ ღვინოებზე უფრო იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობით არ იწარმოება და არც მსოფლიოშია ეფექტურად განაწილებული. ბურგუნდიის ლანდშაფტი ფართოვდება, 2012 წელს სულ 2000 ღვინომდე აწარმოებდნენ, წელს კი 12 000-მდეა მაჩვენებელი” - ვკითხულობთ wine searcher-ის სტატიაში

უნდა ითქვას, რომ ზოგადად, დღევანდელი მოცემულობით, ხარისხიანი ღვინის ბაზარი არაა იმდენად მოთხოვნადი, როგორიც ადრე იყო. სტივენსი ამბობს, რომ Liv-Ex Burgundy-ის ყველაზე გაყიდვები ღვინოები ბოლო ექვს თვეში მხოლოდ 4%-ით გაძვირდა მაშინ, როცა ბოლო ორ წელიწადში ეს რიცხვი 68%-ს უდრიდა, ნეომბერში კი 1%-ით დაეცა ფასი. ამას, როგორც სტატიაში ვკითხულობთ, კრიპტო ვალუტის ბოლო პერიოდში გაუფასურებასაც მიაწერენ გარკვეულწილად, რომელსაც სიმდიდრის შექმნის ნაცვლად რეალურად “სიმდიდრის დაკარგვა და განადგურება” უფრო მოჰყვა და ასევე პოსტ პანდემიურ პერიოდს, რომელიც ცხადი იყო, რომ რაღაც ცვლილებებს ყველგან აუცილებლად გამოიწვევდა. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.