Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მოშუშული ბოსტნეული ბერძნულად

საჭირო მასალა: 250 გ კიტრი, 1 კბილი ნიორი, ნახევარი ლიმონი, 150 გ იოგურტი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 500 გ ცუკინი, 2 ცალი ტკბილი წიწაკა, 1 თავი ხახვი, 250 გ პეკინური კომბოსტო, 1 ს.კ. გიროს სანელებელი (ბერძნული სანელებლების ნაკრები), მარილი, პილპილი, დაღერღილი წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: კიტრი გავფცქვნათ, სიგრძეზე გავჭრათ, თესლი ამოვაცალოთ კოვზით და მსხვილად გავხეხოთ ან ძალიან თხელ, მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ. გახეხილ კიტრს მოვაყაროთ მარილი და 15 წუთი დავტოვოთ. ნიორი წვრილად დავკეპოთ. ლიმონი გამოვწუროთ, ავურიოთ იოგურტი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 2 ს.კ. ლიმონის წვენი, იოგურტი, დაღერღილი წიწაკა და მარილი. კიტრი გავწუროთ და შევურიოთ დანარჩენ ინგრედიენტებს. ცუკინი და ხახვი გავფცქვნათ. წიწაკას ამოვაცალოთ თესლი. პეკინური კომბოსტო და გარჩეული ბოსტნეული თხლად დავჭრათ. წიწაკა და სტაფილო დარჩენილ ზეთში 3-4 წუთი ვშუშოთ. დავუმატოთ ჯერ ცუკინი და კომბოსტო, ხოლო 2 წუთში ხახვი და წვრილად დაჭრილი ნიორი. მოვაყაროთ გიროსის სანელებელი, მარილი, პილპილი და მოვასხათ  იოგურტის სოუსი დარჩენილ ლიმონის წვენთან ერთად.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული