Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი ლიმნის სოუსში

საჭირო მასალა: 6 ნაჭერი ქათმის რბილი ხორცი, 3 კბილი ნიორი, მწვანე ხახვის 10 ფოჩი, 1 ს.კ. გახეხილი ჯანჯაფილი, 1 ს.კ. ზეთი,  4 ს.კ. ვაშლის ძმარი, 2 ს.კ. სოიის სოუსი, 1 ს.კ.  შაქარი, 2 ს.კ. ფქვილი, 0.5 ლ ზეთი ფრიტიურისათვის.

სოუსისათვის – 1 ლიმონის ცედრა და წვენი, 60 მლ ბრინჯის ან ვაშლის ძმარი, 2 ს.კ. წყალი, 50 გ შაქარი, 1 ჩ.კ. კარტოფილის სახამებელი, მარილი.

მომზადება: ქათმის ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, მოვათავსოთ ჭურჭელში, დავამატოთ დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ხახვის ფოჩები, ჯანჯაფილი, ძმარი, შაქარი, სოიას სოუსი და გავაჩეროთ მინიმუმ 30 წუთი. შემდეგ ხორცის ნაჭრები ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ფრიტიურში, ვიდრე ოქროსფრად არ დაიბრაწება. შემწვარ ხორცს ვაწყობთ ხელსაწმენდზე ზედმეტი ცხიმის მოსაცილებლად. სოუსის ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთში და საშუალო ტემპერატურაზე მივიყვანოთ ადუღებამდე. სოუსი მოვასხათ ქათმის ხორცს ისე, რომ ყველა შიგ ამოევლოს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული