ლუდის მოყვარულთათვის გასართობ პორტალზე dailycognition.com წარმოდგენილია სამი ყველაზე ძვირადღირებული ლუდი. ჭურჭლის არაჩვეულებრივი დიზაინი, შერწყმული გემოსა და არომატთან, ძალიან მომხიბვლელია მომხმარებლისთვის:
1. Vielle Bon Secours - ყველაზე ძვირადღირებული ლუდი, ერთი ბოთლის ფასია 1000 დოლარი. ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლება გასინჯოთ ეს ლუდი - ლონდონის მოდური პაბი Bierdrome-ია. მიუხედავად ბრიტანელთა ხელმოჭერილობისა, პაბის მფლობელები ამ ლუდის ანუ როგორც ისინი ამბობენ "კაცობრიობის ყველაზე უგემრიელესი პროდუქტის" გაყიდვით საკმაოდ სოლიდურ მოგებას ნახულობენ.
2. Samuel Adams’ Utopias - "სამუელ ადამსის უტოპია". ადამსს, ამერიკის ერთ-ერთ დამაარსებელთაგანს, სწამდა, რომ შექმნა ყველაზე თავისუფალი, სამართლიანი და ბედნიერი ქვეყანა. ამჟამად, ადამსის იდეები შემორჩა მხოლოდ მისი სახელობის ლუდს, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა ბოთლის დიზაინით. ბოთლი ბრინჯაოსგან არის ჩამოსხმული და ერთი შეხედვით ელიტურ კონიაკს წააგავს. ბრინჯაოს ბოთლები ხაზს უსვამს ტრადიციას - წინათ ლუდს ბრინჯაოს ჭურჭელში ხარშავდნენ.
ლუდი მზადდება ბოსტონის ლუდსახარშში და ერთი ბოთლი შეფასებულია 100 დოლარად.
3. Tutankhamen Brew (ტუტანხამონის ლუდი) - დამზადებულია უძველესი რეცეპტით, რომელიც კემბრიჯის მეცნიერ-ეგვიპტოლოგთა ჯგუფმა გაშიფრა. ეს რეცეპტი იპოვეს ეგვიპტის დედოფალ ნეფერტიტის მზის ტაძარში. ლუდსახარში, რომელიც ამ ტაძარში აღმოაჩინეს, ტუტანხამონის მამის ფარაონ ეხნატონის მიერ არის აშენებული. ამ ლუდის ზუსტი ასლის აღსადგენად არქეოლოგებმა მოიზიდეს შოტლანდიისა და ნიუკასტლის საუკეთესო ლუდსახარშები. ამჟამად ლუდი შეზღუდული რაოდენობით მზადდება და 1 ბოთლის ფასი 52 დოლარია.
© „მარანი“
თქვენი კომენტარი