Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ენოტურიზმი ესპანეთში

ესპანეთში ჯერ კიდევ ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს, ამიტომ სახელმწიფო ძირითად აქცენტს ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულების - ენოტურიზმის განვითარებაზე აკეთებს. ღვინის მწარმოებელი ქალაქების ესპანური ასოციაციის (ACEVIN) ექსპერტებმა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნეს: ყოველწლიურად 1,5 მილიონი ადამიანი სწორედ ენოტურიზმს ირჩევს გართობისა და დასვენების საუკეთესო საშუალებად. ასოციაციის თანამშრომლები განმარტავენ, რომ ტურისტებს მხოლოდ ღვინის დაწურვისა და დეგუსტაციის პროცესის ყურება კი არ ხიბლავთ, ვენახების დათვალიერებითაც დიდ სიამოვნებას იღებენ – ასე ხომ ისინი უკეთ ეცნობიან ესპანეთის უმშვენიერეს ბუნებას, სადაც ვაზი ყველაზე თვალწარმტაც ადგილებშია გაშენებული. ანალიტიკოსთა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ დაახლოებით 15 მილიონი ესპანელი ერთხელ მაინც სწვევია ცნობილი მარკის ღვინის მარანს. ესპანური ღვინო ბევრი უცხოელისთვისაც ძალიან საინტერესოა და რაც მთავარია, ეს ინტერესი წლიდან წლამდე უფრო და უფრო იზრდება. ენოტურიზმის განვითარებით ქვეყანაში 50 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ესპანეთში ჩასულ ტურისტებს ყველაზე მეტად მეღვინეობით განთქმული სამი რეგიონი ხიბლავთ: ხერესი (ხერეს-დე-ლა-ფრონტერა), კატალონია და რიოხა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული