Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

3-6 მაისი, ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი 2018

2018 წლის 3-6 მაისს ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი ასოციაცია ქართული ღვინოს ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, უკვე მეორედ ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩატარდა და 150 ღვინის ნიმუშიდან 22-მა ოქროს, 20-მა ვერცხლის და 29-მ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

კონკურსის მიზანი მსოფლიოსთვის ქართული და უცხოური საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელშეწყობა და  სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებაა.

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური.

კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი, ან მეღვინეთა გაერთიანება.

კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს: ღვინო უნდა იყოს დაყენებული ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიის წესების დაცვით. ღვინო უნდა იყოს გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული. წარდგენილი ღვინის მინიმალური რაოდენობა არ უნდა იყოს 400 ბოთლზე ნაკლები. ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება, ღვინის დასახელება, ჩამოსხმის წელი, ყურძნის ჯიში, რეგიონი/ქვეყანა და მოცულობა. წარდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში (ბოთლი= 0.75ლ). ნიმუშების წარდგენის ბოლო ვადაა 25 აპრილი.

სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე:

http://www.gwa.ge/upload/file/ქვევრის_ღვინის_საერთაშორისო_კონკურსი_20182.pdf

სარეგისტრაციო ფორმა:

http://www.gwa.ge/upload/file/სარეგისტრაციო_ფორმა_-_ქვევრის_ღვინის_საერთაშორისო_კონკურსი_2018.docx

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული