Home
ქართული | English
დეკემბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სატრაპეზო, თელავის მარანი, ბრუტი, 2003

სატრაპეზო-ბრუტი ქართული სავაჭრო ნიშნით გამოშვებული ფრანგული პროდუქტია. ტრადიციული ბოთლური მეთოდით დაყენებული ეს ცქრიალა ღვინო ძალიან კარგი გარეგნობით ხასიათდება, სადაც ოქროსფერი ლიმნისფერში გადადის. ღვინო ზომიერად ხანგრძლივი ცქრიალით ხასიათდება, სურნელებში კი პირველ რიგში ტკბილი ტონები ჩნდება – ნამცხვარი, მასკარპონე. გვხვდება მცენარეული კვალიც, უფრო ხმელი ყვავილების. ორი-სამი წლის წინ ღვინო უფრო ხალისიანი და ჰაეროვანი იქნებოდა. მან უკვე გადაიარა თავისი პიკი და კარგი იქნება, თუკი დროზე მოიხმართ. როგორც სხვა ტრადიციული მეთოდით დამზადებული ცქრიალა ღვინოები, ეს ბრუტიც აპერიტივისთვისაა მისწრება, ამავე დროს, კარგი მისაყოლებელი იქნება ხიზილალასთან, გამოყვანილ თევზთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.