Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Grand Tasting - ქართული ღვინოების დეგუსტაცია ნიუ იორკში

26 სექტემბერს ნიუ იორკში ქართული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა. კრისტი კანტერბურმა და კრის სტრაკმა, Ilili-ის სასმელების განყოფილების ხელმძღვანელმა, ორ საგანმანათლებლო და ინტერაქციულ სესიას უმასპინძლეს დეგუსტაციასთან ერთად. ღონისძიებაზე 17-ზე მეტმა იმპორტიორმა წარადგინა ქართული ღვინოები. 26 სექტემბერს 10 -11:30-მდე გაიმართა კრის სტრაკის ლექცია-სემინარი, 11 საათიდან კი დეგუსტაციაზე 100-ზე მეტი ღვინო წარადგინეს. ქართული კერძებით კი სტუმრებს Chama Mama გაუმასპინძლდა. 12-საათიდან ღვინის ექსპერტმა, კრისტი კენტერბურმა ლექცია ჩაატარა “ქარვისფერი ღვინოების სპექტრი”, სადაც ქართულ ქარვისფერ ღვინოებსა და მათ მომავალზე ისაუბრა. 

ღონისძიების აღწერის შემდეგ საქართველოს შესახებაც ვკითხულობთ: “საქართველო ცნობილია თავისი ქარვისფერი ღვინოებითა და ქვევრის ტრადიციული მეთოდით. იქ უფრო ნაცნობ ევროპული სტილის ღვინოებსაც აწარმოებენ. ქვეყანაში 500-ზე მეტი ვაზის ძირძველი ჯიშია, რომლებიც ღვინის მოყვარულთათვის მართლაც რომ აღმოჩენაა. ღვინო საქართველოში კულტურის, სტუმართმოყვარეობის, ოჯახური სუფრისა და მეგობრებთან კავშირის განუყოფელი ნაწილია”.

გვესაუბრება “მტევინოს” წარმომადგენელი ელენე ზაუტაშვილიც: "კომპანია მტევინო 3 წელია ამერიკის ბაზარზე პოზიციონირებს, ჩვენი ღვინის ფართო ასორტიმენტი წარმოდგენილია სხვადასხვა მაღაზიებსა და რესტორნებში. მოხარული ვარ, რომ ისეთი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ეს კი ქართული ღვინის და მათ შორის ჩვენი ბრენდის, “მტევინოს”, ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდის, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი გვქონდა ღვინის 6 სახეობა: 
1.რქაწითელი 
2.რქაწითელი მწვანე-ქვევრი
3.ხაშმის საფერავი 
4.ხაშმის საფერავი-ქვევრი 
5.მუკუზანი 
6.ხიხვი 

როგორც ის აღნიშნავს, ღონისძიებას ესწრებოდნენ  მაღალი რანგის ღვინის პროფესიონალები, მათგან განსაკუთრებული მოწონება კი ხიხვმა და ქვევრის რქაწითელი მწვანემ დაიმსახურა: “ვიმედოვნებ, რომ ეს დეგუსტაცია აისახება, როგორც ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და მოთხოვნაზე, ასევე მზარდ გაყიდვებზეც. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი პროექტის ორგანიზატორებს.” - ამბობს ელენე.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მარანი, მათ შორის:

ბარბალე ღვინო

ღვარძელაშვილის მარანი

მარბანოს მეღვინეობა

მარანი საწნახელი

ტრადიციული

ვილა მოსავალი

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული