ნანა - 7 ოქტომბერი, 2015 - 21:13
გამარჯობათ, სად შეიძლება შევიძინო წიგნი კ. მოდებაძის "მეღვინეობა"? ძალიან დაინტერესებული ვარ და რამდენიმე ადგილას ვიკითხე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერსად ვიშოვე...
Anonymous - 7 ოქტომბერი, 2015 - 16:05
კი, ეგ ხდება ახალი ქვევრის გამოსაწვავი ღუმელიდან გამოტანის შემდეგ, სანამ ცხელია...
გაციებულის, მითუმეტეს უკვე ჩაგდებული ქვევრის გასანთვლა არ გამიგია მე...
მანდედან უკვე ცვილში (სანთელში) დავარგებული ღვინო გამოვა .... :)
Anonymous - 6 ოქტომბერი, 2015 - 04:29
ალექსანდრე მადლობთ რომ ეგ კომენტარი დაწერეთ. სამწუხაროდ გერმანელებთან ახლოსაც ვერ მივალთ, არა ჩვენი ტრადიციით და კულტრით არამედ მთავრობის შეგნებით, თუ რა ფუნქცია აქვთ მათ ქვეყნის წინაშე. ჩამოყალიბებულია აზროვნებითი ტრადიცია რომ საკუთარ მოსახლეობას უნდა ავნონ, უნდა უგულვებელყონ. ეს ისეთ ჩვევადაა ქცეული მისი ამოძირკვა ვერ ხერხდება.
ეხლა შევხედოთ რას წერს თვითონ ამ სტატიის ავტორიც: "ბუნებრივია, რომ მევენახეების, როგორც პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოს მოქალაქეების, დიდი ნაწილი პრობლემების (მათ შორის, თვით, ტექნიკური ხასიათის პრობლემების) მართვას ცენტრალიზებულად მოელის, თუმცა, ეს, ალბათ, საშუალო განათლების საფეხურზე გადასაჭრელი პრობლემაა, რაც, იმედია, მათი შვილიშვილებისა და უფრო მომდევნო თაობების რეფორმირებულ სკოლაში დაიძლევა, უნარ-ჩვევებსა და პრაქტიკულ ცოდნაზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალებით." ეს ხომ აბსოლუტური უვიცობაა. ჟურნალისტია ამ აზრის თუ უაზრობის ავტორი თუ ვინ არის? მეღვინე? ვაი ჩვენს პატრონს. რამდენი საქმეა საქართველოში და რამდენი დაუსაქმებელი!
Anonymous - 5 ოქტომბერი, 2015 - 20:38
გასანთვლა ავსებს ფორებს,რომელიც თიხას გააჩნია,თუ არ გასანთლავ თიხა ღვინოს შეიწოვს,ეს რომ არ მოხდეს მაგიტო სანთლავენ.
ალექსანდრე - 4 ოქტომბერი, 2015 - 14:11
გერმანიაში ვცხოვრობ ცხრა წელია და ღვინო 59 ცენტად არსად მინახია. აქ კაი ღვინის ფასი 6 ევროდანაა და ზევით.
ჩემის აზრით სახელმწიფოს ბრალია და ბრალი იმაშია რომ სამეურნეო განათლებაში უნდა ჩადოს ფული და არა სუბსიდირებაში. ასწავლონ გლეხს ის როგორ უღირს გერმანელ, იტალიელ მეღვინეს ღვინის წარმოება. ჩაუტარონ ტრეინინგები.
კონკრეტული საქმეები გვჭირდება და არა გლობალური რუსეთი და საქართველოს ბიუჯეტი...
Anonymous - 4 ოქტომბერი, 2015 - 13:13
ბ–ნი გოგი წერს ქვევრი გავსანთლეო და მე აქამდე ვიცოდი რომ ქვევრის ღვინის განსაკუთრებული გემო და თვისებები ღვინის თიხასთან ზემოქმედებით წარმოიქნება... ხოდა თუ გაისანთლება ქვევრი, თიხა როგორღა იმოქმედებს ღვინოზე... იქნებ სპეციალისტებმა გამარკვიონ ...
Anonymous - 2 ოქტომბერი, 2015 - 13:54
სოლომონ ჩოლოყაშვილი, მევენახეობის სახელმძღვანელო