Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წითელი მხალის მაფინები

საჭირო მასალა: 200 გ ახალი ხაჭო-ყველი, 1 თავი წითელი ხახვი, 5 ცალი კარტოფილი, 1 კგ წითელი მხალი, 50 გ პარმეზანი, 50 გ კედრის თესლი, 1 კონა კამა, 300 გ რიკოტა ან სქელი ნადუღი, 80 მლ არაჟანი, 1 ცალი კვერცხი, 2 ს.კ. ზეთი, მარილი, პილპილი, რუკოლა – გემოვნებით

მომზადება: ნადუღი და ხაჭო-ყველი გადავწუროთ, კარგად რომ დაიწრიტოს წვენისაგან. ხახვი და კარტოფილი წვრილად დავჭრათ. მხლის ფოთლები მდუღარე წყალში მოვწალოთ და თუშფალანგზე მოვათავსოთ დასაწრეტად. კარტოფილი 1-2 წუთით  მდუღარე მარილიან წყალში ჩავყაროთ, შემდეგ გადავწუროთ, ცივი წყალი გადავავლოთ და საწურზე მოვათავსოთ, რომ დაიწრიტოს. კამა წვრილად დავკეპოთ. პარმეზანი გავხეხოთ. კედრის თესლი მოვხალოთ და მსხვილად დავფქვათ. მაფინის 12 ფორმას წავუსვათ ზეთი. რიკოტა გავთქვიფოთ, დავუმატოთ ხაჭო-ყველი, კვერცხი, არაჟანი, მარილი და პილპილი. წითელი მხლის ფოთლები წვრილად დავჭრათ და დავუმატოთ რიკოტას მასას. ავურიოთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი. მასა მოვათავსოთ ფორმებში და ვაცხოთ 25-30 წუთის განმავლობაში 160 გრადუსზე.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.