Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო იტალიურ ჟურნალში

Cucina & Vini იტალიაში 1999 წლიდან გამოდის, სადაც ყოველკვირეულად ღვინის რეგიონებს, საინტერესო კერძებსა და ისტორიებს მიმოიხილავენ. ვებგვერდ cucinaevini-ზე მკითხველები პერიოდულ გამოცემებს ეცნობიან, მათ შორის გზამკვლევ Sparkle-ს, რომელიც იტალიურ მშრალ ცქრიალა ღვინოებს ეძღვნება ყოველწლიურად. თებერვლის ბოლოს მარკო სკიარინიმ საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ დეტალურად ისაუბრა ჟურნალში და რჩეული ღვინოებიც გაუზიარა მკითხველს.

მოგზაურობა კახეთიდან დაიწყო, რასაც წარმოუდგენელი შესაძლებლობების მიწას უწოდებს: "გზაზე არაჩვეულებრივ ხედებს დაინახავთ, ყველგან ვენახებია, დილა ადრიან ფერმერები გამოდიან და მუშაობას იწყებენ, ყველას თავისი საქმე აქვს. საქართველოს 8000 წლიან მეღვინეობის ისტორიასთან ერთად ქვეყნის იდენტობის ნაწილი გახდა ღვინის წარმოება. დროთა განმავლობაში ქართველებმა ხელახლა აღმოაჩინეს მევენახეობა წინაპართა ტრადიციების აღდგენით. წარმოებით ზრდის გარდა კი ძალიან ბევრი იმუშავეს იმისთვის, რომ ადგილობრივი ვაზის ჯიშები აღმდგარიყო." - წერს ავტორი.

მარკო სკიარინი საქართელოს ისტორიას ვრცლად ყვება. საუბრობს სუფრაზე, "თამადასა" და საბჭოთა ეპოქის ღვინის ინდუსტრიაზე. შემდეგ თბილისზე და თავის შთაბეჭდილებებზეც წერს, ახსენებს "მერანოს ღვინის ფესტივალსაც", რომელიც იტალიასა და საქართელოს შორის კავშირს კიდევ უფრო აძლიერებს: "გამოფენაზე ქართულ, ხარისხიან და ძალიან საინტერესო ღვინოებთან ერთად იტალიურ ღვინოებსაც შეხვდებით. ეს ღვინოები ჩვენს რეგიონებს წარმოადგენს და საქართველოსთან კავშირსაც აძლიერებს."

შემდეგ მეღვინეობებში მოგზაურობა იწყება, პირველი გაჩერება "შატო მუხრანია", სადაც წელიწადში 4.5 მლნ ბოთლი იწარმოება. შემდეგ GWS-ზე წერს და ფილიპ ლეპსზე, რომელიც საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოვიდა და ღვინის წარმოება გადაწყვიტა. ავტორი რჩეულ ღვინოებსაც აცნობს მკითხველს. ესაა "თამადა" qvevri white 2015 - "ქვევრსა და მუხაში დავარგებული ღვინო ხასიათდება ძლიერი ფორთოხლის მარმელადის, მცენარეული ჩაისა და ჯანჯაფილის ძლიერი არომატებით. გემო ძალიან სავსეა, სხეულიანი და გრძელი დაბოლოება აქვს."

შემდეგია "ვისმინო", ხიხვი-სოვინიონ გრი, 2020 - სასიამოვნო ღვინოა მანგოს, ნესვისა და ციტრუსის ხილის ნოტებით. აქვს დაბალანსებული მჟავიანობა, ჰარმონიული არომატები და ხანგრძლივი დაბოლოება.

"ვისმინო", წინანდალი ბიო, 2020 - ვენახები მოყვანილია ზღვის დონიდან 600 მეტრზე, კირქვის ნიადაგით. 2019 წლიდან ვენახებს ორგანულად უვლიან, კლიმატი ზომიერად მშრალია. ამ ღვინოს შემთხვევაში ყურძენი დადუღდა, რის შემდეგაც გადავიდა ფრანგულ მუხის კასრში, სადაც 8-10 თვის განმავლობაში დავარგდა. აქვს ციტრუსის, თეთრი ხილის მოტკბო ნოტები, გემო და არომატები დაბალანსებულია, იგრძნობთ მინერალებსა და ქონდარსაც.

ავტორი "ჭოტიაშვილის" ღვინოზეც წერს - ესაა რქაწითელის მშრალი ქარვისფერი ღვინო 2017 - თითოეულ ბოთლს ინდივიდუალური ნომერი და მეღვინის ხელმოწეა აქვს. ეს ღვინო ფილტრაციის გარეშეა ჩამოსხმული. აქვს შემოდგომის ყვავილებისა და პურ-ფუნთუშეულის სურნელი, ძალიან ხანგრძლივი და ელეგანტური დაბოლოება აქვს. ავტორი ახასიათებს "ჭოტიაშვილის მარნის" შემდეგ ღვინოებსაც:

მუსკატური, 2018, ხიხვი განსაკუთრებული რეზერვი, რჩეული ქვევრი, 2016; ქისი, "ჭოტიაშვილის მარანი", 2019; თავკვერი, "ჭოტიაშვილის მარანი", 2017.

განიხილავს "წინანდლის მამულის" ღვინოებსაც: საფერავი-უსახელოური, "ნათელა", ბრუტი, ალექსანდროული-ოჯალეში.

ბოლოს კი "ვინივერიას" ღვინოებზე წერს: მუკუზანი 2019, ხიხვი 2017, ქისი 2019, ქისი ქვევრი 2017, მწვანე 2019.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული