Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

170-ზე მეტი ქართული ღვინო London Wine Fair-ზე

ელენე ცინცაძე

ლონდონში 15-17 მაისს Olympia London-ში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა გაიმართა, სადაც 18-მა ქართულმა ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.  წელს გამოფენაში საქართველოსთან ერთად 29 ქვეყანაც მონაწილეობდა და მათგან 415 კომპანია, რომლებმაც სხვადახვა სახის პროდუქცია წარადგინეს: “დიდ ბრიტანეთში ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ შესამჩნევად იზრდება ნტერესი. წელს გამოფენაზე სტუმრებმა ახალი მშრალი, თეთრი არომატული ჯიშების დააჭაშნიკეს (მაგალითად ქისი, მწვანე და რქაწითელი), საფერავი რამდენიმე სახით იყო წარმოდგენილი, იყო სხვადასხვა იშვიათი სახის ღვინოებიც. მწარმოებლების ასეთუ დიდი რაოდენობა ქართული ღვინის ინდუსტრიის რუსეთიდან დამოუკიდებულობასაც ასახავს”. - ამბობს სარა ებოტი, რომელიც Wines of Georgia UK Campaign-ის ხელმძღვანელობს.

გამოფენაზე მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია ქართული ღვინის მრავალფეროვნებას ასახავდა. იყვნენ დაბალი ინტერნვენციის ღვინის საწარმოებიც და დიდი, მსხვილი კომპანიები. როგორც შორენა პატარიძე “პატარიძის რაჭულიდან” აღნიშნავს, გამოფენა ძალიან კარგად იყო ორგანიზებული: “მეღვინეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოფენა კარგად იყოს ორგანიზებული. ჩვენ პროექტ “გრეტას” ფარგლებში ვიყავით. მათ კი  ძალიან სწორად და კარგად, რატა სწორი სამიზნე სეგმენტი მოსულიყო ჩვენამდე, ის, ვინც დაინტერესებული იყო ჩვენი ღვინით. სტუმრებმა უკვე იცოდნენ ჩვენს შესახებ, თუმცა, ბუნებრივია, სტენდთან მოსვლისას კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას ვაწვდიდით. ბევრს აინტერესებს რომელი ტერუარიდან არის ღვინო, ნიადაგი როგორია, კლიმატი და ა.შ. ძალიან აინტერესებთ ისიც, თუ როგორია ბიოლოგიურად სუფთა, ბიო ტექნოლოგიით დაწურული ღვინო. რახან თვითონ ეს გამოფენა ძალიან კარგად ორგანიზებული იყო, შედეგიც ჩანდა. ბევრი იმპორტიორი დაინტერესდა, კონტაქტებიც გავცვალეთ და დეტალებზეც ახლო მომავალში დავილაპარაკებთ.” - გვიამბობს შორენა. 

გამოფენაზე ათასობით სტუმარი იყო, იყვნენ ღვინის მოყვარულები და ენთუზუასტები, ექსპერტები, სომელიეები, ღვინის მწერლები და ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები. გამოფენის ფარკლებში სტუმრებისთვის სარა ებოტმა მასტერკლასიც გაიმართა, სადაც 2022 წლის IWSC-ის კონკურსის გამარჯვებული ქართული ღვინოები იყო წარმოდგენილი. “კახური ღვინის მარნიდან” როგორც გვიამბობენ, განსაკუთრებით დიდი იყო დაინტერესება შარშანდელი London Wine Competition-ის გამარჯვებული მუკუზანისა  და Decanter-ის Best in Show-ს მფლობელი კაბერნეს მიმართ: “შარშან ორ შეჯიბრში მივიღეთ მონაწილება, ორივეგენ ავიღეთ მედალი და ძირითადადაც სწორედ ამ ღვინოებით ინტერესდებოდნენ. ძალიან მოსწონთ ქვევრის წითელი და ადგილწარმოშობის ღვინოები, მათ შორის ჭაჭა. მოლაპარაკებებიც მიდის, ვისთან გადავწყვეტთ სამომავლოდ თანამშრომლობას. ინტერესია ნახევრადტკბილ ქინძმარაულზეც, რომელიც განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნის სტუმრებს მოსწონთ, ლონდონისა და ბრიტანეთის მოსახლეობას მშრალი ღვინოები აინტერესებთ.” - ამბობს გიორგი ფაშალიშვილი. 

WineMan-იდანაც აღნიშნავენ, რომ მშრალი ღვინოები ბევრად უფრო აქტუალურია და შესაბამისად სწორედ ეს კატეგორია ჰქონდათ წარმოდგენილი: “საქართველოსა და ქართული ღვინის მიმართ ინტერესი და ცნობადობა იზრდება დიდი ბრიტანეთის ბაზარზე, წარმოდგენილი გვქონდა 6 სახეობის მშრალი ღვინო, რომლებმაც იქაური პროფესიონალებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა. ძირითადად გამოფენას დიდი ბრიტანეთის ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩვენი თეთრი და წითელი ღვინოები თანაბრად აქტუალური იყო.” - ამბობს თინა ჯორჯაძე. 

წელს გამოფენაზე 30%-ით მეტი მონაწილე იყო, ვიდრე შარშან. დამსწრეთა მაჩვენებელიც 15%-ითაა გაზრდილი და მათი რაოდენობა სრულად, როგორც The Drinks Business წერს, 10100-ს შეადგენდა. ყველაზე დატვირთული დღეს 16 მაისი იყო, სადაც 3500-ზე მეტი სტუმარი იდგა რიგში. ღონისძიების ხელმძღვანელმა ჰანა ტოვეიმ აღნიშნა, რომ ამ წლის London Wine Fair-ს განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა.  

საქართველოდან მონაწილეობას “იყალთოს მარანიც” იღებდა, რომელმაც 2022 წლის IWSC-ის გამარჯვებული ღვინო წარადგინა: “გამოტანილი გვქონდა ქვევრის რქაწითელი, რომელმაც კონკურსში ყველაზე მაღალი (97) შეფასება დაიმსახურა, ასევე ქვევრის საფერავი (Bronze), ქვევრის ქისი (ვერცხლი), მწვანე, წინანდალი, კაბერნე და მუკუზანი. ამათგან ხალხს უფრო მეტად საფერავი და კაბერნე მოსწონდა, პროფესიონალებს კი ქისი და რქაწითელი. სხვა ქვეყნებთან ან გამოფენებთან შედარებით იმპორტიორები და ღვინსი მოყვარულები აქ უფრო იცნობენ საქართველოს. ქვევრი განსაკუთრებით აინტერესებთ, ძირითადად კი ყველამ ზუსტად იცოდა რა უნდოდა, რას ეძებდნენ. მოდიოდნენ ქვევრის ღვინის გასასინჯად და ჩვენც ბევრის დამატება არ გვჭირდებოდა.” - გვიამბობს პაატა შეყელაძე. 

მთლიანობაში გამოფენამ ძალიან კარგად ჩაიარა. როგორც მეღვინეები აღნიშნავენ, ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლება და მსოფლიოს უფრო მეტ ღვინის ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაა. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული