ყვარელი, თელავის მარანი, 2004
ღვინო ყვარლის ზონაში გაშენებულ ვენახებში, სიმწიფის პიკზე დაკრეფილი საფერავის ჯიშის ყურძნიდან იწურება. კლერტის გაცლით წურავენ და შემდეგ მხოლოდ 2 დღის განმავლობაში ტოვებენ ჭაჭასთან შეხებაში (მაცერაცია). დუღილი კონტროლირებად ტემპერატურაზე მიმდინარეობს, რის შემდეგაც ძველდება ფრანგული მუხის კასრებში.
საფერავი, ბადაგონი, 2005
ძოწისფერი ღვინოა, გამჭვირვალე, ფერში სიძველის ნიშნებით. საკმაოდ სხეულიანია, გემოზე მწკლარტე. აშკარად იგრძნობა წითელი კენკრის ტონები, თუმცა სურნელებში საშუალო სიმწიფის მაყვალი ჭარბობს. პირველ გასინჯვაზე ახალგაზრდა ღვინის შთაბეჭდილებას ტოვებს, თავიდან სპირტუოზულობაც იგრძნობა, თუმცა, ღვინის ფერი საპირისპიროზე მეტყველებს.
"ბაგრატიონი 1882" რებრენდინგს გეგმავს
კომპანია "ბაგრატიონი 1882" მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული კომპანიის CLAESSENS-ის დახმარებით რებრენდინგს გეგმავს და საზოგადოებას სასმელის ახალ სერიას - "კლასიკური", გაუმჯობესებული ხარისხითა და განახლებული სახით წარუდგენს.
რაჭაში რთველი დაიწყო
რაჭაში რთველი დაიწყო. ``რთველი 2008–ის`` მიმდინარეობას უშუალოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ადევნებს თვალს.
რაჭაში რთველი დაიწყო. ``რთველი 2008–ის`` მიმდინარეობას უშუალოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ადევნებს თვალს.
როგორც მინისტრმა განაცხადა, რთველი რაჭაში აქტიურ ფაზაში პარასკევს შევა და წელს რეგიონში 3000 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელიან.
ქართულ ბაზარზე ახალი სასმელი გამოჩნდება
ღვინის კომპანია ``შუმი`` უახლოეს 2–3 კვირაში მომხმარებელს ახალ, ექსკლუზიურ პროდუქტს 280 ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ სასმელს ``ზიგუს`` შესთავაზებს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ჯუმბერ ბატიაშვილმა განაცხადა.