Home
ქართული | English
ივნისი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ბადაგონმა" ახალი ჯილდოები მიიღო

ახლახანს დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, დამოუკიდებელი და პრესტიჟული ღვინის კონკურსი  International Wine Challenge, რომელიც ყოველწლიურად იმართება ლონდონში. “ბადაგონის” ღვინოებმა ამჯერადაც დაიმსახურა ჟიურის ინტერესი და მოწონება. წითელ მშრალ ღვინოებს შორის საფერავმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ბრინჯაოთი დაჯილდოვდა თეთრი “კახური წარჩინებული”, ხოლო სპეციალური დიპლომით შეფასდა “ტრიონი” - თეთრი მშრალი.

კონკურსში 41 ქვეყანა მონაწილეობდა, რომელთაგან მედლების რაოდენობით საფრანგეთი ლიდერობს (49 მედალი). მას მოჰყვება ავსტრალია და პორტუგალია. ქართული ღვინის კომპანია “ბადაგონი”  International Wine Challenge-ში წელს პირველად მონაწილეობდა და როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ კონკურსის გავლენისა და პრესტიჟის გათვალისწინებით, დებიუტი ნამდვილად წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს!
 
© მადიანი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.