გეოგრაფიული მდებარეობა – ახაშენი მდებარეობს შიდა კახეთში, მდ. ალაზნის შუა წელში, ჩრდილო განედის 41048'׀ დააღმოსავლეთ გრძედის45044'׀კოორდინატებზე, განედური მიმართულების მქონე ალაზნის მარჯვენა შენაკადების, ჭერმისხევსა და ფაფრისხევს შორის. ახაშენის დასახლებული პუნქტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთი მიმართულებით მდ. ალაზნამდე მანძილი 9,5 კმ-ია, ხოლო საპირისპირო მხარეს _ სამხრეთ-დასავლეთისაკენ _ ცივ-გომბორის ქედის თხემურ ნაწილამდე – 14,5 კმ. მევენახობის გაადგილების თვალსაზრისით, ახაშენის ტერიტორია მოიცავს ცივ-გომბორის ქედის ტყისპირა კალთების გაგრძელებას და ალაზნის ვაკის მეორე ტერასას. მიკროზონაში ვენახები მოქცეულია 350-700 მეტრის სიმაღლის ფარგლებში არსებულ ფართობებზე და მოიცავს სოფლების: ახაშენის, ჩუმლაყის ტერიტორიის შუა და ზედა ნაწილს, “ფაფრის მინდვრების” მასივს. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი სამხრეთ-დასავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და აღმოსავლეთისაკენ სუსტად და საშუალოდ დაქანებულ ფერდობებსა და შლეიფებს წარმოადგენს, სუსტი ტალღისებური ზედაპირით, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გავაკებაში გადადის და ემიჯნება ალაზნის პირველ ტერასას ჭერმის ხევისა და ფაფრისხევის გაყოლებით.
კლიმატი – მიკროზონაში ამინდის ფორმირებას განაპირობებს სუბტროპიკულ და ზომიერ განედებში განვითარებული, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან გადმონაცვლებული ატმოსფერული პროცესები. მიკროზონაში კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. დიდი მნიშვნელობა აქვს მდ. ალაზნის ხეობის მიმართულებას. ხეობაში, კახეთის კავკასიონის მყინვარებით დაფარული მაღალი მწვერვალებიდან დაშვებული ცივი ჰაერის მასები ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაადგილდება ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-დასავლეთ დაქანების მთისწინებზე და გავაკებებზე მდებარე ფართობზე.
ახაშენის განედისათვის ჰორიზონტიდან მზის სიმაღლე – ყურძნის მარცვლების ფორმირების პერიოდში 70-600, ხოლო ყურძნის სიმწიფის პერიოდში 50-400 ფარგლებში იცვლება, რაც ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მცირედ დახრილ (2-30) ფერდობებზე ვაზისათვის ეფექტურ რადიაციულ რეჟიმს ქმნის.
მიკროზონაში ყურძნის მარცვლების ფორმირებისა (ივნისის მეორე ნახევარი, ივლისი და აგვისტოს პირველი ნახევრი) და სიმწიფის პერიოდში (აგვისტოს მეორე ნახევრიდან სექტემბრის ბოლომდე) ცის თაღის მოწმენდილობა შესაბამისად 16 და 8 დღეს უდრის. აღნიშნულ პერიოდებში უმზეო დღეთა რიცხვი 3-ს და 1-ს არ აღემატება.
ახაშენის მიკროზონაში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 2150 – 2200 საათის საზღვრებში მერყეობს. სავეგეტაციო პერიოდში მზე 1600 საათის განმავლობაში ანათებს. მზის ჯამობრივი რადიაცია მდ. ალაზნის მარჯვენა მხარეში, ახაშენის მიკროზონაში მეტია, ვიდრე მარცხენა სანაპიროზე, რასაც ცის თაღის ნაკლები მოღრუბლულობა იწვევს. ახაშენში ჯამური რადიაციის წლიური მნიშვნელობა 130 კკალ/სმ2-ზე, მაღალი არ არის. სავეგეტაციო პერიოდში კი 95-100 კკალ/სმ2 საზღვრებშია. პირდაპირი რადიაცია ჰორიზონტალურ ზედაპირზე წლიურად 75 კკალ/სმ2-ია, ხოლო გაბნეული _ 54 კკალ/სმ2.
ალუვიური კარბონატული ნიადაგის სიღრმის ტემპერატურული იზოპლეტების ანალიზიდან გამომდინარე, 5-50 სმ სიღმის ფენაში, ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა საშუალოდ აპრილის პირველ დეკადაში ხდება. შედარებით ღრმა (50-100 სმ) ფენაში ეს ვადა აპრილის შუა რიცხვებისაკენ გადაინაცვლებს.
ფესვთა სისტემის გააქტიურება მაისის შუა რიცხვებიდან იწყება, როცა 10-120 სმ-ის სიღრმის ფენაში ნიადაგის ტემპერატურა 150-ზე მაღალი ხდება. ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე – სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, 70 სმ-მდე სიღრმის ფენაში, ნიადაგის ტემპერატურა 200-ზე მაღალია, ხოლო ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს დასასრულამდე, 40 სმ-მდე სიღრმის ფენაში, ტემპერატურა 240-ს აღწევს.
მიკროზონაში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,50-ია. ყველაზე თბილი თვეების /ივლისი – აგვისტო/ 23,7 – 23,50 ყველაზე ცივი თვისა /იანვარი/ კი +1,10-ია. მრავალწლიური მონაცემებიდან გამომდინარე, ჰაერის წლიური აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურებიდან საშუალო მინუს 10-110, აბსოლუტური მაქსიმუმიდან საშუალო 350, ხოლო ექსტრემალური ტემპერატურები – 23 და + 380 უდრის.
მიკროზონაში შემოდგომის პირევლი წაყინვები ნოემბრის დასასრულს (27.XI-დან) იწყება. ათ წელიწადში ერთხელ პირველი წაყინვები შესაძლოა ადრეც – 26.X-დან დაიწყოს, რაც საშიშროებას არ უქმნის ვაზს. ბოლო წაყინვები საშუალოდ 24.III-დან წყდება. ათ წელიწადში ერთხელ აპრილის შუა რიცხვებამდე არის მოსალოდნელი. ასეთ შემთხვევაში კვირტების ადრე გაშლისას (მარტის დასასრულს, ან აპრილის შუა რიცხვებამდე), როგორც ამას ადგილი ჰქონდა 2004 წლის გაზფხულზე, წაყინვები მეტად საშიშია.
ახაშენის მიკროზონაში 450 მ სიმაღლეზე 39500, 620 მ სიმაღლეზე კი - 37000 აქტიური სითბო გროვდება. 450 მ სიმაღლეზე ჰაერის ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა 5.IV-დან ხდება. ტემპერატურის 100-ზე ქვევით დაცემა კი 4.XI-დან აღინიშნება.
ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი ახაშენის მიკროზონაში 860 მმ, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 637 მმ უდრის. ნაყოფის ფორმირების პერიოდში - მოდის 250 მმ ნალექი, მიწისპირა ჰაერის ფენაში ტენის დეფიციტების ჯამი კი 765 მმ (გურჯაანი) უდრის. აღნიშნული მაჩვენებლები მიკროზონაში ვაზისათვის არასაკმაო დატენიანებას (0,39) განაპირობებს. ამიტომ ამ პერიოდში (ცალკეულ წლებში), ვაზი მორწყვას საჭიროებს: ჭ=0,4 ხ 765 – 250 = 306 – 250 =56 =560 მ3 ე. ი. ჰექტარზე საჭიროა 560 მ3 წყლის მიწოდება. ყურძნის სიმწიფის პერიოდი ზომიერად ნოტიოა და ვენახის მორწყვა საჭირო არ არის.
ჰაერის შეფარდებითი სინოტივის წლიური მნიშვნელობა 71% უდრის. ჰაერის ტენით გაჯერება ყველაზე ნაკლებია ივლისში (63%) და აგვისტოში (60%), შედარებით მეტია შემოდგომის დასასრულს (78%) და ზამთარში (76-75%).
წლის თბილ პერიოდში სეტყვიან დღეთა განმეორება ალაზნის მარჯვენა სანაპიროს ჩრდილო-დასავლეთ უბნებთან (წინანდალი, თელავი) შედარებით მკვეთრად შემცირებულია სეტყვიან დღეთა რიცხვი წელიწადში საშუალოდ 1,6-2,1 ფარგლებშია. წლის განმავლობაში ყველაზე სეტყვიანი მაისი (0,7 დღე) და ივნისია (0,5 დღე).
საფერავი კვირტის გაშლას აპრილის შუა რიცხვებში, ყვავილობას მაისის ბოლოს, ყურძნის სიმწიფეს აგვისტოს მეორე ნახევარში იწყებს. ყურძნის ტექნიკური მომწიფება სექტემბრის ბოლოს ხდება. ევროპული ტიპის სუფრის ღვინოებისათვის კარგი ხარისხის ნედლეულის (> 21% შაქრიანობით და 6,0-7,5 გ/დმ3 მჟავიანობით) მისაღებად საჭიროა 38000 აქტიური სითბო, რომელიც ახაშენის მიკროზონაში საშუალოდ (50%) 550 მ სიმაღლემდე გროვდება.
450-500 მ სიმაღლის ფარგლებში მდებარე ფართობებიდან საუკეთესო ხარისხის ,,ახაშენის” ღვინომასალას ათ წელიწადში 3-4-ჯერ მივიღებთ. შედარებით დაბალ სიმაღლეებზე ამგვარი წლების რაოდენობა მატულობს.
ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინომასალის (> 26% შაქრიანობით) მისაღებად საკმაო სითბოს რაოდენობა (> 41000) საშუალოდ (50%) 350 მეტრ სიმაღლემდე გროვდება. ამისათვის ყურძენი ოქტომბრი პირველ ნახევარში უნდა დაიკრიფოს. 400 მ სიმაღლეზე, სადაც სითბოს საშუალო რაოდენობა დაახლოებით 40000-ია, ბუნებრივად ნახევრადტკბილ ღვინომასალას ათ წელიწადში ორჯერ, ხოლო 500 მეტრზე ათ წელიწადში ერთხელ მივიღებთ.
თოვლის საფარი დეკემბრის ბოლო დეკადაში /25.XII-დან/ იქმნება, რომელიც მარტის შუა რიცხევბში ქრება. 74% წლებში თოვლის საფარი არამდგრადია, ზამთარში თოვლიან დღეთა რიცხვი 26-ს უდრის.
- ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მინიმუმებიდან საშუალო ზონაში, როგორც აღინიშნა –10, –110ჩ უდრის. 10 წელიწადში ერთჯერ მინიმალური ტემპერატურა ზამთარში შესაძლოა –150-მდე დაეცეს, რაც საფერავის მოზამთრე კვირტებს მხოლოდ სუსტად (30%-მდე) დააზიანებს.
მიკროზონაში ძირითადად გაბატონებულია დასავლეთის /32%/ და სამხრეთ-დასავლეთის /23%/ მიმართულების ქარები. უქარო დღეები წელიწადში საშუალოდ
21%-ია. ღამით, მზის ამოსვლამდე, კახეთის კავკასიონის მაღალი მწვერვალებიდან დაშვებული ცივი ჰაერის მასები ზამთრის ყინვებისა და გაზაფხულის წაყინვების საშიშროებას აძლიერებს. საერთოდ მიკროზონა მიეკუთვნება მავნე ქარების ზემოქმედების მე-3 ჯგუფის რაიონებს. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 1,4 მ/წმ ქარის სიჩქარე წლის განმავლობაში თვეების მიხედვით თითქმის თანაბარია ძლიერ ქარიან დღეთა რიცხვი მხოლოდ 4-ს უდრის. უკეთეს შემთხვევაში რეკომენდებულია ორრიგიანი ქარსაფარი ზოლების გაშენება.
ნიადაგი _ არსებული კვლევისა და ჩვენს მირ ჩატარებული კვლევის მასალებიდან გამომდინარე, მიკროზონის ტერიტორიაზე გამოყოფილია რენძინო-ყავისფერი ნიადაგების ორი, ალუვიური ნიადაგების ორი და დელუვიური ნიადაგის ერთი სახესხვაობა:
1) რენძინო-ყავისფერი, დიდი სისქის, თიხიანი
2) რენძინო-ყავისფერი, საშუალო სისქის, ალაგ სუსტად ხირხატიანი თიხიანი და მძიმე თიხნარი
3) ალუვიური კარბონატული, დიდი სისქის, თიხნარი
4) ალუვიური კარბონატული, დიდი სისქის, ხირხატიანი, თიხნარი
5) დელუვიური კარბონატული, დიდი სისქის, თიხნარი
პირველი ორი სახესხვაობის ნიადაგი წარმოდგენილია მიკროზონის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ცივ-გომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავთელ კალთებზე, კერძოდ, ახაშენის ტერიტორიაზე ფაფრის მინდვრების მასივში და ჩუმლაყის ტერიტორიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ხოლო მე-3 და მე-4 სახესხვაობის ნიადაგები წარმოდგენილია აღნიშნული სოფლების ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდ. ალაზნის მეორე ტერასაზე მდინარეების ჭერმისხევის და ფაფრისხევის გაყოლებაზე, დახრილი გავაკებული რელიეფის ფორმებზე. მე-5 სახესხვაობის ნიადაგი კი ძირითადად მიკროზონის ცენტრალურ ნაწილშია წარმოდგენილი ცივ-გომბორის მთების სამხრეთ კალთების დაბოლოებაზე და რელიეფურად სუსტად დაქანებულ შლეიფებს წარმოადგენს.
პირველი სახესხვაობის ნიადაგის პროფილის სისქე 70-90 სმ-ის ფარგლებშია, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 50-60 სმ-ს შეადგენს. მეორეს პროფილის სისქე კი 60-90 სმ-ის ფარგლებშია, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 40-50 სმ-ს შეადგენს. ხასითდება ალაგ სუსტი ხირხატიანობით. ორივე სახესხვაობის ნიადაგი განვითარებულია მაღალკარბონატულ თიხნარ-კირნარ ნაფენებზე. მე-3, მე-4 და მე-5 სახესხვაობის ნიადაგები ღრმა სისქის პროფილით ხასიათდებიან და პროფილის სისქე 1,5 მ-ს აღემატება, ხოლო აქტიური ჰუმუსიანი ფენა 50-60 სმ-ის ფარგლებშია. განვითარებული არიან ალუვიური წარმოშობის თიხნარ-კირნარ და თიხნარ-ქვიშნარ ნაფენებზე. შეფერილობით პირველი ორი სახესხვაობის ნიადაგი აქტიურ ჰუმუსიან ფენაში მუქი ყავისფერი, მოშავო შეფერილობით ხასიათდება. გარდამავალ ფენაში კი ღია ყავისფერია, მოჩალისფრო იერით, ქვევით კი ღია ჩალისფერში გადადის მოთეთრო იერით მე-3, მე-4 და მე-5 სახესხვაობის ნიადაგები კი ღია ყავისფერი შეფერილობით ხასიათდებიან და პროფილში ფერების დიფერენცირება ნაკლებად არის გამოხატული. განსხვავებით მე-4 სახესხვაობის ნიადაგი ხასიათდება ხირხატიანობით.
ლაბორატორიული ანალიზების მონაცემების მიხედვით პირველი-ორი სახესხვაობის ნიადაგები თიხიანი და მძიმე თიხნარი მექანიკური შედგენილობით ხასიათდებიან, ხოლო მე-3, მე-4 და მე-5 სახესხვაობის ნიადაგები თიხნარებს მიეკუთვნებიან. ჰუმუსის შემცველობის მიხედვით პირველი და მეორე სახესხვაობის ნიადაგიები აქტიურ ფენაში საშუალო მაჩვენებლით ხასიათდებიან და ძირითადად 3,5%-ის ფარგლებშია, ქვევით კი მცირეა. მე-3, მე-4 და მე-5 სახესხვაობის ნიადაგებში კი შედარებით დაბალია და აქტიურ ფენაში ძირითადად 1,5-3,0%-ის ფარგლებში ცვალებადობს, ქვედა ფენებში კი უფრო მცირდება. ღარიბია მეტწილად ჰიდროლიზური აზოტის შემცველობით, ხსნადი ფოსფორითა და გაცვლითი კალიუმით. კარბონატებს პირველი და მეორე სახესხვაობის ნიადაგიები ზედა ფენებში საშუალო რაოდენობით შეიცავს, ქვედა ფენებში კი ძალიან მაღალია და 40-50%-ს აღემატება. მე-3, მე-4 და მე-5 სახესხვაობის ნიადაგებში კი ძირითადად საშუალო რაოდენობითაა წარმოდგენილი. ნიადაგის არეს რეაქცია (პH) საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება და ძირითადად 7,5-8,6-ის ფარგლებშია.
ჩატარებული გამოკვლევებიდან გამომდინარე, მიკროზონის ტერიტორიაზე წარმოდგენილი ნიადაგების აგრომახასიათებლები შესაძლებლობას იძლევა ღვინო “ახაშენის” ხარისხიანი მასალის წარმოებისათვის.
აგროტექნოლოგიური რეგლამენტები
`ახაშენის” დასახელების ღვინის მისაღებად, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.
ჯიში საფერავი
გავრცელებისარეალი: ზღვის დონიდან 350-700 მეტრამდე.
დარგვისსქემა: 3,0 X 1,5 მ 2,5 X 1,5 მ-ზე 2,5 X 1,25 მ.
შტამბის სიმაღლე: 60-90 სმ.
სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი და თავისუფალი.
დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 8-10 კვირტი. 1 ჰა-ზე 80-100 ათასი კვირტი.
მოსავალი: 1 ჰა-ზე 7-8 ტონა.
ნიადაგის მოვლა-დამუშავება
სარწყავში _ ბოლო სავეგეტაციო მორწყვა უნდა დამთავრდეს რთველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნები. ნიადაგის მინიმალური დამუშავება. ტენდამცველი ღონისძიებები _ ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება).
ურწყავში _ საშუალო დაქანების ფერდობებზე ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები: ნიადაგის მინიმალური და ნულოვანი დამუშავება ნიადაგის მულჩირება.
განოყიერება
ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული აგრორეგლამენტებით.
ფიტოსანიტარული რეგლამენტი:
ძირითადი დაავადებები: ჭრაქი, ნაცარი, სიდამპლეები.
მავნებლები: ტკიპები, ყურძნის ჭია, ვაზის ცრუფარიანა.
ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.
გადაუდებელი აგროღონისძიება: მოსავლიანი ყლორტების ნორმირება დადგენილ აგრორეგლამენტების ფარგლებში.
ჯიში “საფერავის” სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლები
სამეურნეო დანიშნულებით – წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, აღნიშნულ მიკროზონაში იძლევა ძვირფას მასალას ნატურალური ნახევრადტკბილი ღვინომასალისათვის.
ხასიათდება საშუალოზე ძლიერი ზრდით. საშუალო მოსავალი 7-8 ტონა. 1 ჰა-ზე. მწიფე ყურძენში შაქრიანობა 260 გ/დმ3-ს, ხოლო მჟავიანობა 7,5-8,5 გ/დმ3-ს აღწევს. მტევნის საშ. წონა 140-145 გ-ია. ახასიათებს ყვავილცვენა. ყვავილცვენის საწინააღმდეგოდ უნდა ჩატარდეს ყვავილობის წინ 2-3 დღით ადრე ყლორტების წვერის წაწყვეტა. სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ არ იჩენს მგრძნობიარობას.
ღვინო “ახაშენი”
“ახაშენი” ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოა.
ღვინო ,,ახაშენი” ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერვით ჯიშური გემოზე ჰარმონიული, ხავერდოვანი, სრული, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით.
ღვინო ,,ახაშენის” ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
მოცულობითი სპირტშემცველობა % - 10,5 _ 12,0
შაქრების მასური კონცენტრაცია _ არაუმეტეს 30-50 გ/დმ3
ტიტრული მჟავიანობა _ 5,0 _ 7,0 გ/დმ3
აქროლადი მჟავიანობა _ არაუმეტეს 1,2 გ/დმ3
დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არანაკლებ 20 გ/დმ3
გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია – არაუმეტეს 210 მგ/დმ3
თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია – არაუმეტეს 30 მგ/დმ3
დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის #1493/1999 დადგენილებას.
ღვინო ,,ახაშენის” სანედლეულო ბაზის არსებული ფართობები
“ახაშენის” მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობები შეადგენს დაახლოებით 112 ჰას.
წარმოებული მოსავალი მიკროზონაში საშუალოდ იქნება 728 ტ. 1 ტონიდან 65 დეკალიტრის გამოსავლიანობის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოებული იქნეს 47 000 დეკალიტრი ღვინომასალა.
“ახაშენის” მიკროზონის მდებარეობა – ცივ-გომბორის ქედის ტყისპირა კალთების მიკროკლიმატი, კარბონატული და ლიოსისებური, თიხნარ-თიხიანი და ალუვიურ-დელუვიური ნიადაგები მოცემულ მიკროზონაში საფერავის ყურძენში შაქრის კონცენტრაციის მაღალი დონე განსაზღვრავს ღვინო “ახაშენის” გამორჩეულ თვისებებს.
© "საქპატენტი"
თქვენი კომენტარი