Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გამოვიდა ჟურნალ "მადიანის" პირველი ნომერი

 

ჟურნალი 92 გვერდიანია, ყოველთვიური, მაღალპოლიგრაფიული, ფასი 4 ლარი.

ანოტაცია:
 
რედაქტორის სვეტი - მალხაზ ხარბედია: გემრიელის კულტიდან გემოვნების კულტურამდე
 
დეგუსტაცია: ყოველ თვე ერთი ტიპის ღვინოების დეგუსტაცია მოხდება. პირველ ნომერში შალვა ხეცურიანი (სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი), დავით თამარაშვილი (გაზეთ ქვევრის რედაქტორი), გიორგი ბარისაშვილი (კომპანია ელკანა), მიხეილ მესხი (კომპანია მილდიანი), დავით მაჭავარიანი (კომპანია დუგლაძეები) და მალზახ ხარბედია (მადიანის მთავარი რედაქტორი) აგემოვნებენ და ახასიათებენ კახური ტექნოლოგიით დაწურულ თეთრ ღვინოებს. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომპანიის 14 ნიმუში.
 
თვის ღვინოები: აქ უკვე განიხილება სხვადასხვა ტიპის ღვინოები. ჟურნალში ყოველთვე დახასიათდება 12-15 ნიმუში. წლის ბოლოს ამ ორი რუბრიკის მიხედვით შეირჩევა 50 ღვინო, რის შემდეგაც ავტორიტეტული ჟიური დაასახელებს წლის 10 საუკეთესო ღვინოს და წლის ღვინოსაც.
 
ენოლიტიკა: ყოველთვე ვიმსჯელებთ ქართული მეღვინეობის პრობლემებზე. პირველ ნომერში შალვა ხეცურიანი ისაუბრებს ქართულ ღვინის მსოფლიო ბაზარზე დასამკვიდრებლად ერთობლივი მარკეტინგის აუცილებლობაზე.
 
რუბრიკა მასტერკლასი: გათვლილია იმ კატეგორიის მომხმარებელზე, რომელსაც სურს სიამოვნების მიღება უშუალოდ ღვინისსმის და არა მარტო თრობის პროცესიდან, ცოდნა და გემოვნება კი არ ჰყოფნის. ამ რუბრიკაში გთავაზობთ ფრაგმენტებს ცნობილი ინგლისელი ღვინის ჟურნალისტის, ჯენსის რობინსონის წიგნიდან.
 
ამავე მიზანს ემსახურება რუბრიკა სომელიე: პირველ ნომერში წარმოგიდგენთ რესტორან ქალაქურის სომელიეს მაგდა სურგულაძეს. ის დაგეხმარებათ, როგორ აარჩიოთ კარგი ღვინო.  
 
ამას გარდა - წარმოგიდგენთ ბორდოს აპელასიონის ღვინოებს, ღვინის ჭიქების კოლექციას,  გაეცნობით ქართული ღვინის კომპანიების ყველა სიახლეს.
 
ჟანრის პრემიერა: სარესტორნო კრიტიკა
 
გიგო მესხიშვილი: მადიანი მეიდანში. პირველ ნომერში მადიანის დეგუსტატორებმა დააგემოვნეს და შეაფასეს რესტორან მეიდნის შეფის, ალექსანდრე ტატიშვილის კერძები 11 სხვადასხვა ღვინოსთან შეხამებით.  
1) შეფ სალათი ქათმის ფილეთი, ლორით, კვერცხით, ბოსტნეულითა და ჰოლანდიური ყველით 2) ხახვის წვნიანი ნაღებში 3) ჩიხირთმა 4) შემწვარი ორაგული "ფიროსმანი" წითელი ხიზილალისა და ნაღების სოუსში 5) საქონლის შემწვარი ღვიძლი "ყარაჩოღელი" წითელი ღვინის სოუსით 6) ბატკნის ჩაქაფული 7) ცხვრის ხორცი ჩინურად, წითელ ღვინოსა და კონიაკში ჩაშუშული, ბრინჯის პირამიდით. ჩაროზად: ხილის სალათი "ქეთო და კოტე", ჩაი მეიდნურად.
 
ყოველ თვე შემოგთავაზებთ საკონდიტრო მიმოხილვას – პირველი ნომრისთვის დავით ბუხრიკიძე ესტუმრა თბილისის ლიტერატურულ კაფეებს.
 
რუბრიკა მხარე: ყოველ ნომერში ღვინო-გასტრონომიული რაკურსით გაგაცნობთ საქართველოს თითო რეგიონს. პირველ ნომერში – ნარკვევი ქართლზე, იქაურ წარჩინებულ ღვინოებსა და განსაკუთრებულ შეხამებებზე.  
 
რუბრიკა სეზონი: ქართული სამზარეულოს ტრადიციული ჰიტებიდან მაისში წარმოგიდგენთ ჩაქაფულს, მხალეულსა და ტყემალს. 
 
გზამკვლევი: შეფი ბრუნო ტროშერი, ფრანგული რესტორნის Le Marais კონსულტანტი, გვიყვება ფრანგული სამზარეულოს თავისებურებებზე და გაგვანდობს თავის სამ ექსკლუზიურ რეცეპტს – ორაგულის კოქტეილს, საქონლის ხორცს ბურგუნდიულად და შოკოლადის მუსს.  
 
გაეცნობით ფრანგული სამზარეულოს მეტრს პოლ ბოკუზეს და ჩვენთვის სრულიად უცნობ დარგს – მოლეკულურ კულინარიას.
 
თემურ კობახიძე მოგიყვებათ საკუთარ შთაბეჭდილებებს ლონდონური დუქნების თავისებურებებზე.
 
ცალკე რუბრიკა დაეთმობა ჯანსაღ კვებასა და სხვადასხვა კვებითი შეზღუდვების მქონე ადამიანებს. გაუძღვება ექიმი ენდოკრინოლოგი ქეთევან ასათიანი.
 
თავის ექსკლუზიურ ნამუშევრებს წარმოგვიდგენენ რესტორან პურპურის შეფი პიერ-იუგ ჟაკე, არგენტინული რესტორან კარნე ბუენას შეფი სანდრო კაზალიკაშვილი და "ოქროყანა კოლხეთის" მზარეული მამუკა პოპიაშვილი.
 
სულ ჟურნალში ნახავთ 55 სხვადასხვა რეცეპტს.
 
მადიანი თქვენი საუკეთესო მრჩეველი, მეგზური და მეგობარი იქნება.


დიდი სიხარულით ვულოცავ უპირველეს ყოვლისა მალხაზ ხარბედიას, მთელ გუნდს, შემდგომ სრულიად საქართველოს ამ მეტად მნიშვნელოვანი ჟურნალის გამოცემას.


da rodis gamova? velit ager ukve ra xania da ar chans es mshvenieri jurnali gazetebis gavrcelebis jixurebshi:(

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული