ღვინის დეგუსტაცია
ეს, რა თქმა უნდა, პროფესიონალთა საქმეა! თუმცა, გარკვეულ წესებს თუ გაითვალისწინებს, ნებისმიერი მოყვარული შეძლებს ღვინის შეფასებას. მართალია, პროფესიონალურ დასკვნას ვერ გააკეთებს, მაგრამ იმას მაინც გაარკვევს, დაილევა თუ არა ღვინო.
ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება ბიომევენახეობაში
იაგო ბიტარიშვილი
წინანდალი, შუმი, 2005
მალხაზ ხარბედია: "მემგონი ეს ნიმუში ზუსტად შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რითაც წინანდლის ტიპის ღვინო განისაზღვრება ხოლმე. საკმაოდ კარგი ნიმუშია, ჰარმონიული".
დათო მაჭავარიანი: "მართალია თავიდან ცოტა სიხალისე აკლდა და სიმწარეც შესამჩნევი იყო ღვინოში, თუმცა მთლიანობაში მომეწონა".
წინანდალი, ქინძმარაულის მარანი, 2005
შალვა ხეცურიანი: "ძალიან კომპლექსური არომატი აქვს, მდიდარი ხილის ტონებით, მსუბუქი მინერალებით. გემოში უფრო ჩაკეტილია. ბოლოში სიმწარეს ტოვებს."
წინანდალი, თბილღვინო, 2005.
ბონდო კალანდაძე: "რაღაც გარეშე სურნელი იგრძნობა. ცოტათი განსხვავდება იმ ღვინოებისგან, რომელიც ტიპიურია მწვანესა და რქაწითლისთვის. იგრძნობა მუხაც."