გამოქვეყნებულია: 17 ივნისი, 2009 - 12:50
8 კვერცხი
1 ხახვი
2 საშუალო ყაბაყი
100 გრამი გახეხილი ყველი
100 გრამი შებოლილი ყველი
სუნელები გემოვნებით
ყაბაყი - ხახვი - ნიორი - გავხეხოთ სახეხზე წვრილად და მოვშუშოთ ტაფაზე შეწითლებამდე. შეგიძლიათ ტაფაზევე შეაგემოთ სუნელებით და ისე მოშუშოთ ეს ყველაფერი. ათქვიფეთ მიქსერში 8 ცალი კვერცხი, გახეხეთ იმერული ყველი და
შეათქვიფეთ კვერცხს. აიღეთ შუშის ფორმა და ჩაასხით ყველიანი კვერცხი - ნახევარზე, და გადაანაწილეთ მთლიან ჭურჭელზე მოშუშული ყაბაყი. ზემოდან ისევ მოასხით კვერცხი და ბოლოს შემოალაგეთ შებოლილი სულუგუნი. შეაცხვეთ ჯერ მაღალ ცეცხლზე აირღუმელში და ცოტა ხანში დაუწიეთ, ბოლომდე რომ კარგად შეიბრაწოს.
© POMPADOUR MADAM DE
თემა:
თქვენი კომენტარი