Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ლეჩხუმური, “ხომლის მარნის” ღვინოები საერთაშორისო ბაზარს აოცებს” - EU External Action

“ლეჩხუმელი, “ხომლის მარნის” მეღვინე თამაზ ომანაძე ღვინის საერთაშორისო ბაზარს აოცებს” -  EU External Action 

ლეჩხუმური ღვინო მსოფლიოს ბაზარზე უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ამჯერად თამაზ ომანაძის მარანზე, ლეჩხუმსა და უსახელოურზე EU External Action წერს: “დღეს ხვამლის მთაზე, რომელზეც ადრე ლეგენდები დადიოდა, ვენახია გაშენებული. ამ მარანს “ხომლი” ჰქვია და 2017 წელს ბიო სერთიფიკატი მიენიჭა. მას მერე ადგილობრივ მაღაზიებში დაიწყო ორგანული ღვინოების გაყიდვა. იქიდან კი “ხომლის მარნის” ღვინოები პრეზიდენტის სასახლეში დიპლომატიურ შეხვედრებზე მიდიოდა.” - ვკითხულობთ სტატიაში. 

ომანაძის ღვინო მალევე მოხვდა 10 ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ ღვინოს შორის. მეღვინე ლეჩხუმურ მწვანე ცოლიკოურს, ნახევრადტკბილ ქვევრის უსახელოურსა და მშრალ უსახელოურს აყენებს, როგორც ვკითხულობთ, დღეისთვის “ხომლის მარანი” ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც ქვევრში ბიოსერტიფიცირებულ უსახელოურ ღვინოს აწარმოებს: “ჩემი თავდაპირველი მიზანი იყო ჯერ საკუთარ ქვეყანაში მიმეღწია წარმატებას, შემდეგ კი საერთაშორისო ბაზარზე. თუმცა როგორც კი ჩვენმა ღვინომ სახელი სახელი გაითქვა და მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად მოემზადა, სწორედ მაშინ დაიწყო პანდემია, რამაც ძალიან შეგვიშალა ხელი” - აღნიშნავს ომანაძე. 

პანდემია ბევრი ბიზნესისთვის საკმაოდ ხელისშემშლელი დაბრკოლება იყო, თუმცა ახლა “ხომლის მარანი” ახალი შესაძლებლობებით გამოვიდა ასპარეზზე. როგორც ვკითხულობთ, EU4Business Initiative-ისა და Greta-ს პროექტის ფარგლებში მარანმა ახალი “აღჭურვილობა” მოიპოვა, ასევე მიიღო მარკეტინგული მხარდაჭერა საერთაშორისო ღვინის ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად: “ეს აღჭურვილობა ჩემთვის ნაკლებ ფიზიკურ შრომას ნიშნავს. დაიზოგა დრო, ხარჯიც ნაკლებია. დაზოგილი თანხა  ჩვენი განვითარების სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს მოვახმარეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.” - ამბობს მეღვინე. 

სტატიაში ვკითხულობთ, რომ “ხომლის მარანს” ბრიტანული კომპანია დაუკავშირდა, რომელმაც 150 ბოთლი ღვინო დიდ ბრიტანეთში გაიტანა. სულ რაღაც სამ თვეში მისი ღვინოები დეგუსტაციაზე წარადგინეს, სადაც სხვა პრემიუმ ხარისხის 800-მდე ალკოჰოლური სასმელი იყო გამოფენილი: “ომანაძის ღვინო ახლა ბრიტანეთში 800 ფუნტ სტერლინგად იყიდება.” - აღნიშნავს ავტორი. ომანაძე კი დასძნენს, რომ მისი ღვინო ჯერ სამეფო ოჯახის სუფრამდე არ მისულა, თუმცა სამეფო წრეებში უკვე დაფასებულია. 

სტატიის ბოლოს ავტორი საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე საუბრობს და დასასრულს აღნიშნავს, რომ აუცილებელია ღვინის ბიზნესის მხარდაჭერა, რათა ქართულმა მარნებმა მსოფლიოს ღვინის ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდროს. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.