გამოქვეყნებულია: 4 დეკემბერი, 2011 - 15:00
საჭირო მასალა: 500 გ ღორის ხორცი, 200 გ ლობიო, 300 გ პამიდორი, 300 გ სოკო, 200 გ ბულგარული წიწაკა, 150 გ ხახვი, ზეთი მოსაშუშად, პილპილი, მარილი გემოვნებით, თითო კონა კამა და ოხრახუში.
მომზადება: ლობიო მოვხარშოთ, წვრილად დავჭრად ხახვი და მოვშუშოთ ზეთში, დავუმატოთ ხორცის ნაჭრები და განვაგრძოთ შუშვა. ხორცის მომზადების შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი სოკო, მარილი, პილპილი, მოგრძო ზოლებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და 5 წუთის განმავლობაში გავაჩეროთ ცეცხლზე. ბოლოს დავამატოთ კანგაცლილი და დაჭრილი პამოდორი. 3-4 წუთის შემდეგ ხორცი და ბოსტნეული ფენა-ფენა გადავიტანოთ ქოთანში, დავამატოთ 0.5 ჭიქა წყალი, თავზე დავახუროთ და 1 საათით 180 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში შევდგათ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი