Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო – უნივერსალური წამალი

სალომე აფხაზიშვილი

ქართველებისთვის ღვინო უნივერსალური წამალია. მათი აზრით ღვინის ერთი ყლუპიც კი წამიერად აქრობს ავადმყოფობის გამომწვევ ყველა მიზეზს. მორიგი გადაჭარბებული შეფასება, რომლითაც ქართველები ამაყობენ, საფუძველს მოკლებული ნამადვილად არ არის, თუმცა პრობლემა სწორედ წამლის დანიშნულების უგულებელყოფაში ან გადაჭარბებული რაოდენობით მიღებაშია ხოლმე.

თანამედროვე სამედიცინო ტერმინოლოგიის მიხედვით,  ქვევრის ღვინო ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური ბიოაქტიური საკვები პროდუქტია, რომელიც ისეთ სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, როგორიც გულსისხლძარღვთა და სიმსივნური დაავადებებია. გარდა ამისა, მედიცინამ წითელი ღვინო მენოპაუზური და პოსტმენოპაუზური პერიოდის სამკურნალო საშუალებად აღიარა.

სწორედ ქართული ღვინის სამკურნალო თვისებების მეცნიერულ დადასტურებას მიეძღვნა ლექცია, რომელსაც 25 სექტემბერს, ღვინის კლუბმა უმასპინძლა. ლექციას ქართველი მეცნიერი ნიკო შაყულაშვილი უძღვებოდა, რომელმაც აღნიშნული კვლევა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განახორციელა და ღვინის სამკურნალო თვისებების გარდა, კიდევ სხვა აღმოჩენებამდეც მივიდა.

მისი თქმით, ქვევრის ქართული ღვინოები, სხვა კვლევებით დადასტურებული ანტიოქსიდანტის – რეზერვატოროლის გარდა, სხვა სამკურნალო ნივთიერებებსაც შეიცავს, რაც  კვლევის გაგარძელებას საჭიროებს.

ღვინის სამკურნალო თვისებების მეცნიერული დადასტურება პირველად ფრანგებმა სცადეს. 1992 წელს, ფრანგულენოვან ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებულმა სტატიამ მეცნიერები აქტიურად აალაპარაკა იმაზე, რომ ღვინო ხელახალ კვლევას საჭიროებდა. ჰიპოთეზა, რომლითაც სტატია იწყებოდა, ასეთია: „ფრანგები, სხვა ერებთან შედარებით, გულსისხლძარღვთა დაავადებებით ნაკლებად ავადდებიან“. მეცნიერების ვარაუდი ლაბორატორიულად მაშინ დადასტურდა, როდესაც ღვინოში უნივერსალური თვისებების მქონე ნივთიერება – რეზერვატოროლი აღმოაჩინეს.  „შხამი მომწავლელი უჯრედების წინააღმდეგ“ – ასე ასახელებდნენ ნივთიერებას, რომელიც სხეულის უჯრედებთან თანაარსებობის პირობებში, ჯანმრთელი ნაწილის დაუზიანებლად, ძალიან სწრაფად ანადგურებდა დაავადების გამომწვევ უჯრედებს.

ფრანგული კულტურის საინტერესო გამოვლინება იყო საფრანგეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონ–პროექტზე მოსახლეობის რეაქცია, ეს კანონი მოქალაქეებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ყველა სახის ალკოჰოლური სასმელის მიღებას უკრძალავდა. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მოქალაქეების მასშტაბური წინააღმდეგობა მოჰყვა, რადგან მათთვის ღვინის მიღების აკრძალვა საკვების მიღების აკრძალვას ნიშნავდა.

ფრანგებისთვის, ისევე როგორც ქართველებისთვის, ღვინო ყოველდღიური კულტურის ნაწილია და ის ტრადიციების კონტექსტში განიხილება. აღსანიშნავია, რომ ორივე ერის სანადიმო კულტურა სწორედ ღვინით და საკვებით შემოიფარგლება, რაზეც ღვინის კლუბის წევრები, ლევან კიტია და  მალხაზ ჯაყელიც საუბრობენ:

„საქართველოში თითქმის ყველას აქვს ასეთი საოჯახო ლეგენდა – ბაბუაჩემი ისე არ დაჯდებოდა სადილად, თუ არ დალევდა ერთ პატარა ჭიქა ღვინოს. ეს ლეგენდები არ არის, ნამდვილად ასე იყო. მაგალითად, ბებიაჩემი 90 წლის ასაკში, სადილზე ერთ ჭიქა ღვინოს ყოველთვის სვამდა. მათ შორის მაშინაც, როცა თბილისში ჩამოიყვანეს. ღვინის ძალიან სასარგებლო თვისებების შესახებ ყველამ იცოდა, თუმცა დღეს ამას ვივიწყებთ. ღვინო არ არის სათრობი საშუალება. დღეში ერთი–ორი ჭიქა ღვინო ადამიანმა უნდა დალიოს, ოღონდ ღვინო და არა სუროგატი“.

„მე თვითონ გულის პრობლემები მაქვს და ჩემი ექიმისგან მაქვს დანიშნული ყოველდღე რამდენიმე ჭიქა და პირიქით მეუბნება, რომ ეს კარგია“.

ქართული ღვინის მაღალი სამკურნალო აქტივობა კიდევ ერთი საიმიჯო ელემენტია მსოფლიო ღვინის ბაზარზე, რასაც ღვინის კლუბში შეკრებელი მეღვინეებიც დაეთანხმნენ.

„მე მგონია, რომ ეს არის ერთ–ერთი მომგებიანი პუნქტი, იმისთვის, რომ ამ თემით ექპულატაცია დავიწყოთ, როგორც მარკეტინგული სვლით. ერთმა ამერიკელმა მითხრა, ცნობილი ქვევრის ღვინო პოტენციასაც შველისო. მე გამიკვირდა. ეს ადასტურებს იმას, რომ ღვინის სამკურნალო თვისებებზე მინიშნება ძალიან მაგარი მარკეტინგული სვლაა“, – აღნიშნა ღვინის კლუბის წევრმა და რეჟისორმა ლევან კიტიამ რადიო „ცხელ შოკოლადთან“ საუბარში.

ნიკო შაყულაშვილის ზემოთ აღნიშნული კვლევა საინტერესო ინფორმაციას აძლევს როგორც მეღვინეებს, რომლებიც საკუთარი ღვინის ბრენდის შექმნას ან უკვე შექმნილის გაუმჯობესებას ცდილობენ და ასევე ყურადსაღებია თითოეული იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც ღვინის მიღება ყოველდღიური ტრადიციაა. თუმცა, როგორც თავად ნიკო შაყულაშვილი ამბობს, კვლევა გაგრძელებას საჭიროებს, რადგან ღვინო კიდევ ბევრ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული