Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გაყალბებულ ვისკის ლაზერით აღმოაჩენენ

შოტლანდიელმა მეცნიერებმა გაყალბებული ვისკის დადგენის მაღალტექნოლოგიურიუ მეთოდი შეიმუშავეს. ამისთვის ვისკის მოხლოდ ერთი წვეთი და თმის ღერზე უწვრილესი ლაზერის სხივია საჭირო. როგორც სანტ ენდრიუს უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, წვეთში გატარებული ლაზერის სხივის შესწავლით, ტესტირებული ვისკის წარმომავლობისა და თვისებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეიძლება. პირველ რიგში, ეს ალკოჰოლის შემცველობას ეხება. როგორც წესი, გაყალბებულ ვისკიში ალკოჰოლი ნორმით განსაზღვრულ 40%-ზე დაბალია ხოლმე. მეცნიერები უფრო შორს წავიდნენ და აცხადებენ, რომ ახალი მეთოდოლოგიით არამხოლოდ ამ თვისების, არამედ ვისკის ასაკის, ადგილწარმოშობისა და იმის დადგენაც კი შეიძლება, თუ რომელი კასრიდან არის ჩამოსხმული.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.