Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორ ავარჩიოთ შამპანური

შამპანური საფრანგეთის ერთ-ერთი სიმბოლოა და მას 5 ათასამდე მეღვინე აწარმოებს. როგორ ავარჩიოთ ისეთი შამპანური, რომელიც კონკრეტულ კერძს ან თუნდაც კონკრეტულ შემთხვევას მოუხდება? ამის შესახებ ფრანგი ექსპერტი, შამპანური ღვინოების პროფესიული კომიტეტის წარმომადგენელი, ტიბო ლე მალოკსი გვაძლევს რჩევებს. პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, რომელია თქვენი შამპანურის აპელასიონი, ნამდვილად არის თუ არა ის წარმოებული შამპანის პროვინციაში - ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა იყოს დატანილი ბოთლის ეტიკეტზე. მეორე: ყურადღება მიაქციეთ შამპანურის კოდს. კოდი ეტიკეტზე პატარა ასოებით არის დატანილი და შეიცავს ინფორმაციას მწარმოებლის შესახებ. NM აბრევიატურა მიგვანიშნებს, რომ ღვინო ჩამოასხა დიდმა საწარმომ, RM  - მცირე მეწარმემ, ხოლო CM კი ღვინის კოოპერატივს აღნიშნავს. მესამე: გაითვალისწინეთ, რომ შამპანურის სხვადასხვა სახეობები სხვადასხვა სიტუაციებისა და კერძებისთვის არის განკუთვნილი. მაგალითად, ბრუტი კარგია როგორც აპერიტივი, უფრო ტკბილი სახეობები კი ხორციან კერძებსაც უხდება. თუ გინდათ, რომ თქვენი სტუმრები ნამდვილად კმაყოფილები დარჩნენ, მსხვილი მწარმოებლის მიერ ჩამოსხმული შამპანური აარჩიეთ. თუ ჩაფიქრებული გაქვთ საღამოს მოწყობა შამპანურის ჭეშმარიტი მცოდნეებისთვის, მაშინ მათ მცირე მეწარმეთა მიერ დამზადებული სასმელი უნდა შესთავაზოთ, რადგან რაიმე ახლის აღმოჩენა ძალიან გაუხარდებათ. რა თქმა უნდა, არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ შესაბამისი ბოკალიც - შამპანურის სხვადასხვა სახეობებს ერთი და იგივე სასმისი არ უხდება. ზოგიერთი ღვინო სუფრასთან ტიტის ფორმის ბოკალით უნდა მიიტანოთ ხოლო ზოგიერთი ვინტაჟისთვის კი (იმ შემთხვევაში, როცა ღვინო ასაკიანია) უმჯობესია ღვინის ბოკალი შეარჩიოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული