Home
ქართული | English
ივნისი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოს ყველაზე ძვირ ტეკილაში მილიონობით დოლარს ითხოვენ

მექსიკელებმა მთელი მსოფლიო გააოცეს, როცა გასაყიდად მსოფლიოს უძვირესი ტეკილა გამოიტანეს. ტეკილა, რომელიც ლონდონში გაიყიდება, მილიონობით დოლარი ღირს. კონკრეტულად კი, მისი ფასია 3,5 მილიონი დოლარი. 7 წლის ძვირფასი ტეკილა მექსიკაში, ხალისკოს შტატში Hacienda La Capilla-ს ქარხანაშია დამზადებული. მისი მოცულობა 1,3 ლიტრია და ის ასპროცენტიანი ცისფერი აგავასგანაა მიღებული. ტეკილას დაუჯერებელი ფასი განპირობებულია არა იმდენად თვითონ სასმელით, არამედ მასალით, რომლითაც ჭურჭელია დამზადებული. ბოთლის შესაქმნელად 2,38 კილოგრამი პლატინა და საერთო ჯამში 328 კარატი 400-ზე მეტი ბრილიანტია გამოყენებული. ეს უძვირფასესი ბოთლი ცნობილი დიზაინერის, ფერნანდო ალტამირანოს მიერაა დამზადებული. თუკი სასმელი სასტარტო ფასად მაინც გაიყიდება, მაშინ ის დამსახურებულად მოიპოვებს მსოფლიოში ყველაზე ძვირი ტეკილას სახელს და გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდება. ამგვარად, ის წინა რეკორდსაც მოხსნის, რომელიც ასევე Hacienda La Capilla-ს წარმოების ტეკილას ეკუთვნის. 1996 წელს ის აუქციონზე 225 ათას დოლარად გაიყიდა.

© ღვინის კლუბი/Weekend



ვახ, მილიონიო.. გადავაგდებ ეხლა ჩემს 30 ევროიან ტეკილას.. ან იმდენს დავლევ - მილიონად მომეჩვენოს:)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული