ღვინის შესანახად და დასაძველებლად საუკეთესო ადგილი მარანია, სადაც საშუალო ტემპერატურა +10°C -დან +12°C-მდე, ზომიერი ტენიანობა, დღის სინათლისა და გარეშე სუნისგან იზოლაცია აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული. ღვინის ბოთლი დაწვენილი, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა შევინახოთ, საცობს სითხესთან რომ ჰქონდეს შეხება და საცობის გამოშრობა არ მოხდეს, რაც ღვინის ოქსიდაციას და მისი გემოს და არომატების დაკარგვას გამოიწვევს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ღვინის შენახვისთვის ტემპერატურას. სხვადასხვა ღვინოს შენახვის განსხვავებული ტემპერატურა და გარემო პირობები სჭირდება, რადგან დეგუსტაციის დროს ტემპერატურა არსებით ზემოქმედებას ახდენს ღვინის გემოსა და არომატზე.
ღვინის შესანახად მარნის ალტერნატივა ღვინის მაცივარია - ღვინის ბარების, რესტორნებისა თუ უბრალოდ ღვინის მოყვარულისთვის, რომელსაც შეუძლია სახლშიც დადგას ღვინის კარადა ან მაცივარი და სათანადო ტემპერატურაზე შეინახოს ღვინო. მსოფლიოში არაერთი კომპანია აწარმოებს ღვინის მაცივრებს სხვადასხვა დიზაინით, ტევადობით და ხარისხის შესაბამისი ფასით. ერთ-ერთი წამყვანი ამ სფეროში გერმანული კომპანია Liebherr-ია, რომლის ხარისხიანი, საუკეთესო დიზაინისა და ინოვაციური პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე უკვე 68 წელია წარმატებით იყიდება. საქართველოში Liebherr-ი 3 წელია რაც შემოვიდა და ქართველ მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე ღვინის მაცივარ-კარადების საკმაოდ დიდ არჩევანს, რომელთაც უკვე ჩვენშიც აქვთ ხარისხის სანდო რეპუტაცია და მისაღები ფასები.
ფართო საზოგადოებამ Liebherr-ის ღვინის მაცივრები 1 ოქტომბრის ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე "მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2017" გაიცნო. ინტერესი ფესტივალზე დიდი იყო. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ნინო კომახიძემ გვითხრა, ცნობადობა Liebherr-ის ბრენდს უკვე აქვს საქართველოში, აღმოჩნდა, რომ ბევრი მარანი და ღვინის მოყვარული იცნობდა, თუმცა ფასი მაღალი ეგონათ, მაგრამ დარწმუნდნენ, რომ ღვინის მაცივრების ღირებულება ხარისხთან შესაბამისი და ხელმისაწვდომია.
Liebherr-ის სტრატეგია ხარისხია. ღვინის კარადებისა და მაცივრებისთვის ეკოლოგიურად სუფთა მასალაა გამოყენებული. ელექტრონული კონტროლის სისტემა და ჰაერის კონდიცირების მოწინავე ტექნოლოგიები უზრუნველყოფს სათანადო ტემპერატურას. მაცივრის თაროები კი გამომშრალი წიფელისგან მზადდება, რომელიც თავისებურ არომატსაც ქმნის. ნახშირის აქტიური ფილტრი უზრუნველყოფს ოპტიმალურ ჰაერის ხარისხს, არეგულირებს კლიმატს ღვინის კარადაში. ნახშირის გამოცვლა ხდება ყოველ 9-12 თვეში და კომპანია უზრუნველყოფს ნახშირის ჩამოტანას და მიწოდებას მომხმარებლებთან. "თუ ადამიანს ხარისხზე აქვს აქცენტი, ამ მხრივ Liebherr-ს კონკურენტი არ ჰყავს"- გვითხრა ნინო კომახიძემ.
Liebherr-ის რამდენიმე სერია აქვს: Vinidor, GrandCru და Vinothek-ის ღვინის მაცივრები და კლიმატური კარადები. არჩევანი დიდია და ყველამ საკუთარი მოთხოვნისა და სურვილის მიხედვით - სახლისთვის, რესტორნისთვის, ბარისთვის, მარნისთვის - შეიძლება შეიძინოს.
Vinidor სერიის მოდელები ერთდროულად კლიმატური და ტემპერატურული მაცივარ -კარადებია. აქვს 2 ან 3 ტემპერატურული ზონა, თითოეულ ზონას დამოუკიდებლად შესაძლებელია მიეთითოს +5 დან +20 გრადუსამდე ტემპერატურული რეჟიმი, შედეგად კარადაში ერთდროულად ინახება წითელი, თეთრი და ცქრიალა ღვინოები, სერვირებისთვის საჭირო ტემპერატურაზე. Vinidor სერიის მოდელები გვთავაზობენ საუკეთესო კლიმატურ პირობებს ღვინის დიდი ხნით შესანახად. ტემპერატურული ზონების მოცულობის საფეხურებრივი რეგულაცია და ოპტიმალური ზომები ღვინის ნებისმიერი კოლექციის შენახვის საშუალებას იძლევა.
ღვინის კლიმატური კარადები - GrandCru და Vinothek უზრუნველყოფენ შენახვის იგივე პირობებსა და ხარისხს, რასაც მარნები. აქედან გამომდინარე, ეს ორი სერია იდეალური არჩევანია, როგორც ღვინის ხანგრძლივი დროით შესანახად, ასევე ღვინის დიდი მარაგების დასავარგებლად და სერვირებისთვის იდეალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად. მოთხოვნისა და სურვილის შესაბამისად, ტემპერატურის რეგულირება შესაძლებელია +5 დან +20 გრადუსამდე, რომელიც კარადის მთელ შიდა მოცულობაზე იქნება შენარჩუნებული.
ღვინის კლიმატური კარადა Vinothek - ტემპერატურული კარადა განსაზღვრულია სხვადასხვა სახეობის ღვინის შესანახად. სპეციალური მოწყობილობა უზრუნველყოფს განსხვავებული ტემპერატურის შენარჩუნებას სხვადასხვა დონეზე, მაგ. წითელი ღვინისათვის +18 ზედა თაროებზე და +5 თეთრი და ცქრიალა ღვინისთვის ქვედა თაროზე.
Liebherr-ის ღვინის მაცივრები საქართველოში უკვე ბევრმა კომპანიამ შეიძინა, ღვინის ქარხნებმა, რესტორნებმა, სასტუმროებმა, ღვინის ბარებმა, მეღვინეებმა. Liebherr-ის ღვინის კარადებს ისეთი გაბარიტებიც აქვს, რომელიც შეუძლია ღვინის მოყვარულმა იყიდოს და სახლში დადგას.
ღვინის კარადა-მაცივრები სხვადასხვა ზომისაა. ყველაზე პატარა 18 ბოთლ ღვინოს ინახავს, ეს ჩასაშენებელი ღვინის კარადები მოსახერხებელია სახლშიც დაიდგას. იგი მომხიბვლელი დიზაინით გამოირჩევა.
Liebherr-ის ღვინის მაცივრები ასევე არის 34, 66, 166, 200, 250 ბოთლის ტევადობის, მაქსიმალური რაოდენობა კი 260 ბოთლია. ეს მაცივრები ორზონიანია და მარნის ტიპის შენახვის ყველა პირობას აკმაყოფილებს. Liebherr-მა 2017 წელს ახალი მოდელები გამოუშვა - არის ღია - შუშის კარით და დახურული.
ყველა მოდელის შეძენა საქართველოში შესაძლებელია. ფასიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომია. თბილისში Liebherr-ის მაღაზიაში, მელიქიშვილის 17 ნომერში, 3 მოდელი მუდმივად აქვთ - 200, 164 და 66 ბოთლიანი ღვინის მაცივარ-კარადები, პრემიუმ კლასის. რომელსაც ტემპერატურის ორი ზონა აქვს და ერთდროულად ინახავს თეთრ ღვინოსაც და წითელსაც. 34 ბოთლიანი ღვინის კარადები უფრო მოთხოვნადია. საქათველოში ჩამოტანის პირობები კი ასეთია - გერმანიიდან მაქსიმუმ თვენახევარში შესაძლებელია ტრანსპორტირება.
ჩენთან საუბარში ნინო კომახიძემ აღნიშნა: "პირველი მომხმარებელი ღვინის ბარი g.vino იყო, მეც მიყვარს ღვინო, ხშირად ვსტუმრობ ამ ბარს და ვიცი, რომ ძალიან კმაყოფილები არიან. ასევე შატო ზეგაანი არის ჩვენი მომხმარებელი. შატო მუხრანსაც რესტორანში აქვს ჩვენი მაცივარი. ასევე ყიდულობენ ღვინის კომპანიები, რესტორნები, ოჯახები. ხარისხთან ერთად მოსწონთ თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინი. ფერების არჩევანი აქვს - წელს გამოუშვეს მოდელი, რომელზეც გარედან, ჩასაშენებელ მოდელზე ნებისმიერი ფერის დასმა შეუძლიათ."
Liebherr-ის ღვინის მაცივრები ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, რომელიც მომხმარებელს 20-30 წელი შეიძლება ემსახუროს. ელექტროენერგიის ხარჯვის მხრივაც სუპერ ეკონომიურია.
© vinoge.com
თქვენი კომენტარი