Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო ,,მუკუზანის" წარმოების მიკროზონა

გეოგრაფიული მდებარეობა - მუკუზნის მიკროზონა მდებაროებს აღმოსავლეთ საქართველოს შიგნით კახეთში, გურჯაანის რაიონის მდ. ალაზნის განედური მიმართულების ხეობის მარჯვენა სანაპიროზე, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ დაქანებაზე, ჩრდილო განედის 41048' და აღმოსავლეთ გრძედის 45044' კოორდინატებზე, ზღვის დონიდან 350-750 მ სიმაღლის ფარგლებში. სანედლეულო ბაზა მოიცავს: დედოფლის ზვარის, ფაფრის მინდვრების, დამარჩინეს, ნადარბაზევის, სოფ. ზეგაანის, მუკუზანის ტერიტორიებს მთლიანად, ჩუმლაყის, ველისციხისა და ვაზისუბნის ტერიტორიების ნაწილს. აქ რელიეფის ფორმებს სუსტად დახრილი ფერდობები, გავაკებები და შლეიფები წარმოადგენენ.
კლიმატი - მუკუზანის მიკროზონაში ამინდის ფორმირებას განაპირობებს სუბტროპიკულ და ზომიერ განედებში განვითარებული, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან გადმონაცვლებული ატმოსფერული პროცესები. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ადგილმდებარეობის რელიეფური პირობების გავლენით წარმოქმნილ პროცესებს, კერძოდ, კახეთის კავკასიონის მყინვარებით დაფარული მაღალი მწვერვალებიდან დაშვებული ცივი ჰაერის მასების ზემოქმედებასაც. აქ კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ცხელი ზაფხულით და ზომიერად ცივი ზამთრით.
ვენახისათვის შერჩეულ ფართობზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ჰორიზონტი მნიშვნელოვნად გაშლილია. ყურძნის მარცვლების ფორმირებისა (ივნისი, ივლისი, აგვისტო) და სიმწიფის პერიოდში მუკუზნის განედისათვის მზის სიმაღლე შესაბამისად 70-600 და 50-400 ფარგლებში მერყეობს, რაც ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ დახრილ დაქანებაზე, ვაზისათვის ეფექტურ რადიაციულ რეჟიმს განაპირობებს.
მიკროზონაში ყურძნის მარცვლების ფორმირებისა და სიმწიფის პერიოდებში, ცის თაღის საერთო მოღრუბლულობის მიხედვით მოწმენდილი დღეების რაოდენობა – შესაბამისად 16 და 8-ს უდრის. ქვედა იარუსის მოღრუბლულობის შემთხვევაში აღნიშნული პერიოდების მიხედვით მოწმენდილი დღეების რაოდენობა 30 და 15 დღეა.
მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა მუკუზნის მევენახეობა-მეღვინეობის მიკროზონაში 2150-2200 საათის საზღვრებში მერყეობს. სავეგეტაციო პერიოდში მზე საშუალოდ 1600 საათის განმავლობაში ანათებს. წელიწადში ჯამური რადიაცია 130 კკალ/სმ2-ზე მაღალი არ არის, სავეგეტაციო პერიოდში კი 95-100 კკალ/სმ2-ის საზღვრებშია. პირდაპირი რადიაციის ჯამი წლიურად 75 კკალ/სმ2-ია, ხოლო გაბნეული 54- კკალ/სმ2.
მიკროზონაში ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგის ზედაპირზე საშუალო წლიური ტემპერატურა 150, უთბილეს თვეებში (ივლისი-აგვისტო) 300, ზამთრის თვეებში კი 0-30 ფარგლებშია. საშუალო მაქსიმუმი უთბილეს თვეებში 530-ს, ხოლო საშუალო მინიმუმი უცივეს თვეში -50-ს აღწევს.
ნიადაგის სიღრმის ტემპერატურურლი იზოპლეტების ანალიზიდან გამომდინარე, 5-50 სმ სიღრმის ფენაში, ტემპერატურის 100-ზე ზევით მდგრადი გადასვლა საშუალოდ აპრილის პირველ დეკადაში ხდება. შედარებით ღრმა ფენაში (50-100 სმ) ეს ვადა აპრილის შუა რიცხვებისაკენ გადაინაცვლებს.
ფესვთა სისტემის გააქტიურება მაისის შუარიცხვებიდან იწყება, როცა 10-120 სმ-ის სიღრმის ფენაში ნიადაგის ტემპერატურა 150-ზე მაღალი ხდება. ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე, სამ თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში, 70 სმ-მდე სიღრმის ფენაში ნიადაგის ტემპერატურა 200-ზე მაღალია, ხოლო ივლისის შუარიცხვებიდან აგვისტოს დასასრულამდე, 40 სმ-მდე სიღრმის ფენაში ტემპერატურა 240-ს აღწევს.
ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,50, უთბილესი თვეების (ივლისი, აგვისტო) 23,60, უცივესი თვის +1,10 უდრის. მრავალწლიური მონაცემებიდან გამომდინარე, ჰაერის წლიური აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურებიდან საშუალო -100, -110, აბსოლუტური მაქსიმუმიდან საშუალო 350, ხოლო ექსტრემალური ტემპერატურები -23, +380 უდრის.
საფერავის კვირტის გაშლა აპრილის შუარიცხვებში, ყვავილობა მაისის ბოლოს, ყურძბის სიმწიფე აგვისტოს მეორე ნახევარში იწყება. ყურძნის ტექნიკური მომწიფება სექტემბრის ბოლოს ხდება, ამისათვის საჭიროა 35000-მდე და მეტი სითბო. ასეთი რაოდენობის სითბო მუკუზნის მიკროზონაში 700 მ სიმაღლემდე გროვდება.
მუკუზნის მევენახეობა-მეღვინეობის ზონაში, 350-750 მ სიმაღლის ფარგლებში აქტიურ ტემპერატურატა ჯამი (შ ტ>100ჩ) 4120-34400-ის საზღვრებში იცვლება. ევროპული ტიპის სუფრის ღვინისათვის საუკეთესო ხარისხის ღვინომასალას (21%-მდე შაქრიანობითა და 6,0-7,5 გ/დმ3 ტიტრული მჟავიანობით) საფერავი მოგვცემს 40000 სითბოს ჯამისას. ასეთი რაოდენობის სითბოს ჯამი მიკროზონაში საშუალოდ (50%) დაგროვდება 420 მ სიმაღლემდე არსებულ ფართობებზე. 500 მ სიმაღლეზე ასეთი სახის პროდუაქციას მივიღებთ 4 წელიწადში ერთხელ (25%).
600 მ სიმაღლეზე არსებული ნაკვეთებიდან საუკეთესო ხარისხის პროდუქციის მომცემი წლების ალბათობა 5%-ზე მეტი არ არის (100 წელიწადში 5-ჯერ) მაშინ, როცა კარგი ხარისხის პროდუქცია 25% წლების (4 წელიწადში ერთხელ მიიღება). 600 მ ზევით მდებარე ნაკვეთებიდან იწარმოება შედარებით მდარე, ადგილობრივი მოხმარებისათვის გამოსადეგი ღვინო.
350-დან 450 მ სიმაღლემდე არსებული ფართობებიდან აქ შესაძლებელია შესაბამისად ათ წელიწადში 5-ჯერ და 4 წელიწადში ერთხელ საფერავისაგან ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინომასალის მიღებაც.
ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი მუკუზნის მიკროზონაში 870 მმ, ხოლო სავეგეტაციო პერიოდში 645 მმ უდრის. ნაყოფის ფორმირების პერიოდში (VI-VII-VIII) მოდის 253 მმ ნალექი მიწისპირა ჰაერის ფენაში ტენის დეფიციტების ჯამი კი 765 მმ (გურჯაანი) უდრის. აღნიშნული მაჩვენებლები მიკროუბანში ვაზისათვის არასაკმაო დატენიანებას (0,33) განაპირობებს. ვაზი მორწყვას საჭიროებს (წ=0,4ხ765-253=306-253=+53=530 მ3, ე. ი. სარწყავი წყლის რაოდენობა 530 მ3/ჰა-ზე უდრის). სიმწიფის პერიოდი ზომიერად დატენიანებულია (0,59), ამიტომ მორწყვა არ არის საჭირო.
ჰაერის შეფარდებითი სინოტივის წლიური მნიშვნელობა 71% უდრის. ჰაერის ტენით გაჯერება ყველაზე ნაკლებია ივლისში (63%) და აგვისტოში (60%), შედარებით მეტია შემოდგომის დასასრულს (78%) და ზამთრის თვეებში (76-75%).
თოვლის საფარი დეკემბრის ბოლო დეკადაში (25.XII) იქმნება, რომელიც მარტის შუა რიცხვებში ქრება. 74 % წლებში თოვლი არამდგრადია. ზამთარში თოვლიან დღეთა რიცხვი 26 უდრის.
სეტყვიანი დღეების რიცხვი წელიწადში საშუალოდ 2,1-ს უდრის. წლის განმავლობაში ყველაზე სეტყვიანი მაისი (0,7 დღე) და ივნისია (0,5 დღე).
ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მინიმუმებიდან საშუალო მიკროზონაში -9, -110ჩ უდრის. 10 წელიწადში ერთხელ მინიმალური ტემპერატურა ზამთარში შესაძლოა -150-მდე დაეცეს, რაც საფერავის მოზამთრე კვირტებს მხოლოდ სუსტად (< 30%) დააზიანებს.
მიკროზონაში ძირითადად გაბატონებულია დასავლეთის (32%) და სამხრეთ-დასავლეთის (23%) რუმბის ქარები. უქარო დღეები წელიწადში საშუალოდ 21%-ს უდრის. ღამით, მზის ამოსვლამდე, კავკასიონის მაღალი მწვერვალებიდან დაშვებული ცივი ჰაერის მასები ზამთრის ყინვებს და გაზაფხულის წაყინვების საშიშროებას აძლიერებს. მიკროზონა მიეკუთნება მავნე ქარების ზემოქმედების მე-3 ჯგუფის რაიონებს. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 1,4 მ/წმ. ძლიერ ქარიან დღეთა რიცხვი კი მხოლოდ 4-ს უდრის. უკეთეს შემთხვევაში რეკომენდებულია ორრიგიანი ქარსაფარი ზოლების გაშენება.
მიკროზონაში შემოდგომის პირველი წაყინვები ნოემბრის დასასრულს (27.XI) იწყება. 10 წელიწადში ერთხელ პირველი წაყინვები შესაძლოა ადრე 26.X-დან დაიწყოს, რაც საშიშროებას არ უქმნის ვაზის კულტურას. ბოლო წაყინვები საშუალოდ 24.III-დან წყდება, 10 წელიწადში ერთხელ აპრილის შუა რიცხვებამდეა მოსალოდნელი. ასეთ შემთხვევაში კვირტების ადრე გაშლისას, როგორც ამას 2004 წლის გაზაფხულზე ჰქონდა ადგილი, წაყინვები მეტად საშიშია. ზონაში უყინვო პერიოდის ხანგრძლივობა 230 დღეზე მეტია.
ნიადაგი – 2005 წლის ივნის-ივლისის თვეში საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნიადაგმცოდნე სპეციალისტებმა მიკროზონის ნიადაგური საფარის შესწავლის მიზნით, ზემოთ ხსენებულ ტერიტორიაზე ჩაატარეს ნიადაგების საველე და კამერალური კვლევის სამუშაოები. ნიადაგების ანალიზური სამუშაოები ჩატარდა ამავე ინსტიტუტის აგროქიმიის ლაბორატორიაში.
საკვლევ ტერიტორიაზე წარმოდგენილია ყავისფერი ნიადაგების სხვადასხვა სახეები და სახესხვაობები:
1) ყავისფერი, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხიანი და თიხნარი.
2) მუქი ყავისფერი (ძველი ალუვიური), დიდი სისქის, თიხიანი.
3) მუქი ყავისფერი, საშუალო სისქის, სუსტად ხირხატიანი, საშუალოდ და მსუბუქი თიხა.
4) რენძინო-ყავისფერი, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი, მსუბუქი თიხა და მძიმე თიხნარი.
5) რენძინო-ყავისფერი, საშუალო სისქის, სუსტად ხირხატიანი, თიხნარი და თიხიანი.
6) ტყის ყავისფერი, დიდი სისქის, სუსტად ხირხატიანი და ქვიანი, მძიმე თიხნარი.
ყავისფერი დიდი და საშუალო სისქის ნიადაგები ტერიტორიის ძირითად ნაწილზეა წარმოდგენილი. დიდი სისქის ნიადაგებში პროფილის სიღრმე 80-100 სმ-დან 110-130 სმ-ს ფარგლებში ცვალებადობს. საშუალო სისქის ნიადაგებში კი პროფილის სისქე 60-70 სმ-დან 70-80 სმ-მდეა. აქტიური ჰუმუსიანი ფენა შესაბამისად 50-60-დან 75-85 სმ-მდე დიდ სისქეებში, 30-40, 40-50 სმ-მდე საშუალო სისქეებში, ნიადაგების მექანიკური შედგენილობა თიხნარები და მსუბუქ თიხებამდეა, ზოგან კი საშუალო თიხებსაც აღწევს. სტრუქტურა მარცვლოვან-კოშტოვანიდან (ზედა ფენებში) და კოშტოვან-გოროხოვანამდე ქვევით და უფრო ქვევით ბელტოვანში გადადის, ნიადაგის პროფილში წარმოდგენილია ფესვები, ორგანული ნარჩენები, კირის თვლები და კენჭები. კალციუმის კარბონატები ზევიდან ქვევით მატულობს და ქვედა ფენებში ზოგან 24%-ს აღწევს, ზოგიერთი ჭრილების (რენძინო ყავისფერებში) ქვედა ფენები კი კალციუმის კარბონატებს ძალიან დიდ რაოდენბით შეიცავენ – 64%-მდე.
ჰუმუსის შემცველობა ყველგან მცირეა, ჰიდროლიზური აზოტის, ხსნადი ფოსფორის და გაცვლითი კალიუმის შემცველობა ძირითადად დაბალია წარმოდგენილ ნიადაგებში. ნიადაგის არეს რეაქცია (პH) საშუალო ტუტეა.
შესწავლილი ნიადაგური საფარი წარმოდგენილია რელიეფის დახრილ ფორმებზე და ნიადაგები განვითარებულია მაღალ კარბონატულ ქანებზე. ყოველივე ეს ექსპოზიციასთან, განათებასა და კლიმატურ პირობებთან ერთად მაღალი ხარისხის ,,მუკუზნის" ღვინომასალის მიღების საშუალებას იძლევა.
 
აგროტექნოლოგიური რეგლამენტები
 
`მუკუზნის" დასახელების ღვინის მისაღებად ნიადაგურ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით დაცული უნდა იქნეს შემდეგი აგროტექნოლოგიური რეგლამენტები.
ჯიში საფერავი
 
გავრცელების არეალი: ზღვის დონიდან 350-600 მეტრამდე.
დარგვის სქემა: 2,5 X 1,5 მ 2,0 X 1,5 მ 3,0 X 1,5 მ-ზე.
შტამბის სიმაღლე: 70-90 სმ.
სხვლის ფორმა: ქართული ორმხრივი შპალერი და თავისუფალი.
დატვირთვის ნორმა 1მ2-ზე: 8-10 კვირტი. 1 ჰა-ზე 80-100 ათასი კვირტი.
მოსავალი: 1 ჰა-ზე 7-8 ტონა.
გადაუდებელი აგროღონისძიება: მოსავლიანი ყლორტების ნორმირება დადგენილ აგრორეგლამენტების ფარგლებში, რეგლამენტირებული მოსავლის მისაღებად. ყვავილობის წინ 2-3 დღით ადრე ყლორტების წვერის წაწყვეტა.
 
ნიადაგის მოვლა-დამუშავება
 
ნიადაგის საშემოდგომო და საგაზაფხულო ხვნები. ნიადაგის მინიმალური დამუშავება. ტენდამცველი ღონისძიებები _ ნიადაგის ზედაპირის ფხვიერ მდგომარეობაში შენარჩუნება (კულტივაცია, ფრეზირება, მულჩირება). სავეგეტაციო მორწყვის დამთავრება რთველის დაწყებამდე ერთი თვით ადრე,
ურწყავში _ ნიადაგის ზედაპირის სარეველებისაგან სუფთა გაფხვიერებულ მდგომარეობაში შენარჩუნება ნიადაგის მინიმალური და ნულოვანი დამუშავება ნიადაგის მულჩირება.
განოყიერება
 
ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენება კარტოგრაფიული აგრორეგლამენტებით.
 
ფიტოსანიტარული რეგლამენტი:
 
ძირითადი დაავადებები: ჭრაქი, ნაცარი, ანთრაქნოზი, სიდამპლეები.
მავნებლები: ტკიპები, ყურძნის ჭია, ვაზის ცრუფარიანა.
ბრძოლის ღონისძიების გატარება: საქართველოში რეგისტრირებული, კონტაქტური და სისტემური პრეპარატებით.
 
ჯიში ,,საფერავის" სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლები
 
სამურნეო დანიშნულებით წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, ძვირფას მასალას იძლევა თითქმის ყველა ტიპის ღვინისთვის. ხასიათდება საშუალოზე ძლიერი ზრდით, საშუალო მოსავალი 7-8 ტ/ჰა-ზე. მტევნის საშუალო წონა 140-145 გ. მწიფე ყურძენში შაქრიანობა 260 გ/დმ3, მჟავიანობა 7,5-8,5 გ/დმ3-ს აღწევს. სოკოვან დაავადებათა მიმართ არ იჩენს მგრძნობიარობას. ახასიათებს ყვავილცვენა.
 
ღვინო ,,მუკუზანი"
 
,,მუკუზანი" ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინოა.
ღვინო ,,მუკუზანი" ხასიათდება ბროწეულისფერი შეფერვით, გემოზე სრული, ჰარმონიული, ხავერდოვანი, დახვეწილი. გამოხატული ჯიშური სპეციფიკური არომატით და ბუკეტით, მაღალ ექსტრაქტული.
ღვინო ,,მუკუზნის" ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:
მოცულობითი სპირტშემცველობა % - 10,5 _ 12,5
შაქრების მასური კონცენტრაცია _ არაუმეტეს 3 გ/დმ3
ტიტრული მჟავიანობა _ 5,0 _ 7,5 გ/დმ3
აქროლადი მჟავიანობა _ არაუმეტეს 1,2 გ/დმ3
დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არანაკლებ 20 გ/დმ3
გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია – არაუმეტეს 160 მგ/დმ3
თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია – არაუმეტეს 30 მგ/დმ3
დანარჩენი ნორმატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებს და ევროსაბჭოს 1999 წლის 17 მაისის #1493/1999 დადგენილებას.
 
ღვინო ,,მუკუზნის" სანედლეულო ბაზის არსებული ფართობები
 
,,მუკუზნის" მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობები შეადგენს დაახლოებით 246 ჰას.
კონდიციური მოსავალი მიკროზონაში საშუალოდ მოსალოდნელია 1600 ტონა 1 ტონიდან 65 დეკალიტრის გამოსავლიანობის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოებული იქნას 104000 დეკალიტრი ღვინომასალა.
,,მუკუზანი" _ გეოგრაფიული ექსპოზიცია – ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანება, კავკასიონის მყინვარებით დაფარული მწვერვალებიდან დაშვებული ცივი ჰაერის მასების მიერ შექმნილი მიკროკლიმატი ნიადაგის კარბონატული და ლიოსისებური თიხები, ხირხატიან-ალუვიური ნაფენები ჯიში ,,საფერავის" ეკოპლასტიურობა განსაზღვრავს ღვინო ,,მუკუზანის" უნიკალურ თვისებებს.
 
©საქპატენტი
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული