Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღორის ხორცის რულეტი

საჭირო მასალა:

400 გ. უძვლო ღორის ხორცის ნაჭერი ტყავიანად (საჭიროა ხორცის თხელი ნაჭერი, რომელიც დაბეგვის შემდეგ იქნება დაახლოებით 1 სმ სისქის. )
200 გ. ქონიანი ღორის ხორცი
1-2 ხახვი
3-5 ცალი ქამა სოკო
1 ცალი სტაფილო
8-10 ცალი უკურკო ზეთისხილი
4 ს.კ. ზეთი
1 ჩ.კ. ქინძის თესლი
 მარილი, პილპილი, მშრალი რეჰანი და ქონდარი – გემოვნებით
 
მომზადება:
 
სანელებლები მარილთან ერთად დავნაყოთ და ავურიოთ ზეთში. ხორცის ნაჭერი კარგად დავბეგვოთ. ქონიანი ხორცის ნაჭერი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ჩავაწყოთ მომზადებულ მარინადში და შევდგათ მაცივარში 2-3 საათით, შემდეგ კი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ხორცის საჭრელ დაფაზე დავფინოთ ნესტიანი მარლის ნაჭერი, ზედ მოვათავსოთ დაბეგვილი ხორცის ნაჭერი, ზედ გადავანაწილოთ ფენა-ფენა ხორცის ფარში, წვრილად დაჭრილი და მოშუშული ხახვი სოკოსთან ერთად, შემდეგ თხლად დაჭრილი ზეთისხილი, სტაფილო და მარლის საშუალებით რულეტივით გადავახვიოთ ხორცის ნაჭერი, კარგად გავახვიოთ ტყვიის ქაღალდში და მოვხარშოთ წყლით სავსე ქვაბში 75 წუთის განმავლობაში ან 1 საათით შევდგათ ღუმელში შესაწვავად. მზა რულეტი დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.