Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კორპის საცობი ისტორიას ბარდება

ღვინის ყველა მოყვარულისთვის ნაცნობი და სასიამოვნო ხმა, რომელსაც ბოთლი გახსნის მომენტში, კორპის საცობის ამოძრობისას გამოსცემს, მალე შეიძლება ისტორიის კუთვნილება გახდეს. ფრანგი მეღვინეები კორპის საცობის ნაცვლად წარმოებაში სულ უფრო ხშირად იყენებენ ხრახნიან თავსახურებს. ასეთი პრაქტიკა უკვე კარგა ხანია გავრცელებული და დამკვიდრებულია ახალი სამყაროს ქვეყნების – ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ღვინის წარმოებაში. ახალი ზელანდიის ღვინოების 90% და ავსტრალიის ღვინოების 60% სწორედ ასეთი ტექნოლოგიით იხუფება, მაგრამ მათგან განსხვავებით, ფრანგები მტკივნეულად განიცდიან ტრადიციული კორპის საცობის სხვა სახუფით ჩანაცვლების ტენდენციას. ექსპერტთა თქმით, ფრანგული ღვინის ორი უდიდესი მწარმოებელი - Domaine de la Romanеe-Conti   ბურგუნდიიდან და სახელოვანი ბორდოები, რომელთა ღვინოებიც ათეულ ათასობით დოლარი ღირს, ამ ეტაპზე უკვე აქტიურად განიხილავს დახუფვის ახალ ტექნოლოგიაზე გადასვლის შესაძლებლობებს, თუმცა, ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან ისინი ჯერჯერობით თავს იკავებენ.

 მსოფლიოში ღვინის ყველაზე აღიარებული კრიტიკოსი, რობერტ პარკერი ვარაუდობს, რომ 2015 წლისთვის კორპის საცობით დახუფული ღვინოები უკვე იშვიათობა იქნება.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“


ჩვეულებრივი ღვინისათვის ძალიან კარგია, რაც მალე გადავა კორპის საცობი ასე რომ ვთქვათ ღვინის დალევის რიტუალიდან. იმ ძვირფას ღვინოებზე კი რომლებიც ათასობით და თუნდაც ასობით ევრო ღირს საცობს მაინც ვერაფერი შეუცვლის. იმას აღარ ვიძახი, იმ ღვინოზე რომლებიც ბოთლშიც ძველდება. მისთვის ხო საცობი აუცილებელზე აუცილებელია. P.S. Я так думаю!


ღვინოსთან დიალოგი კორპის საცობის ამოძრობის თანავე ვითარდება. ჩემთვის წარმოუდგენელია კორპის გარეშე ბოთლის ღვინო. ქართული კომპანიებიც იყენებენ უკვე ხრახნიან საცობს, რაშიც ღვინო არანაირად არ ვითარდება, ფაქტიურად აკონსერვებენ. ასეთი ღვინო ჩემთვის მიუღებელია.


'tasting memories' all photos by cécil mathieu, courtesy of gandy gallery wine is associated with sharing, with moments of pleasure and with the 'terroir' (regional soil, climate etc.): the universal appeal of these themes encouraged french designer matali crasset to explore them, with respect to the glass bottle as a vessel serving to contain wine. as part of her collection 'in vino veritas' which is currently on show at the MUDAC, lausanne, crasset has designed 'tasting memories', a limited edition a blown glass vessel used for enjoying wine. the edition of 50 pieces are each signed and numbered by crasset. http://www.designboom.com/cms/images/andrea09/vino01.jpg

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.