Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვევრი და თიხის ჭურჭელი - ღვინის აღმოჩენა

თიხა ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა ღვინის დასადუღებლად, დასაძველებლად და გადასაზიდადაც კი. მდგრად, გამძლე და “სუნთქვად” თიხის ჭურჭელზე უკვე ბევრი საუბრობს. იტალიელი მეღვინეების ახალი ტალღა აღმერთებს ქვევრს და მას დადუღების გარდა დასაძველებლადაც იყენებენ. ფილიპო ბარტოლოტა, იტალიელი ღვინის ექსპერტი The Drinks Business-ში წერს ამის შესახებ. 

ცხადია, ღვინისთვის განკუთვნილ თიხის ჭურჭელზე საუბარი, წარმოუდგენელია საქართველოს ხსენების გარეშე. სტატიაში ავტორი ქვევრის ისტორიასთან ერთად აღნიშნავს იმასაც, რომ სწორედ ქართული ქვევრი იყო პირველი ჭურჭელი, რომელიც ღვინის დასაყენებლად გამოიყენეს: თიხას ღვინის დასაყენებლად და დასადუღებლად უძველესი დროიდან იყენებდნენ. ამის მაგალითია, ძვ. . VI ათასწლეულის ქართული ქვევრი, პირველი ჭურჭელი, სადაც ღვინო დადუღდა და სადაც ტემპერატურა მიწაში კონტროლდება.” - ვკითხულობთ სტატიაში.

პორტუგალიური ტალია (Talha), რომელშიც ღვინოს პორტუგალიის ერთ-ერთ რეგიონში, ალენტეჟუში აყენებენ, 2000 წლის წინანდელია. ეს ჭურჭელი დაახლოებით 2 მ. სიმაღლისაა და 1000 ან მეტ ლიტრსაც იტევს. ქვევრისგან განსხვავებით ის მიწის ზემოთ დგას. ტალიას უპირატესობაა, რომ შესაძლებელია ღვინის უმეტესი ნაწილის ფსკერთან მდებარე ნახვრეტიდან გადმოღება, თუმცა მინუსი ის აქვს, რომ ხშირია დუღილისას მეტია მისი დაზიანების რისკები. ქვევრში კი ტემპერატურა უკეთ ბალანსდება და დაზიანების საშიშროება არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ დაბალ ტემპერატურაზე დუღილის შესანარჩუნებლად ტალია რეგულარულად უნდა დაასველოთ წყლით, ქვევრში კი ყველანაირ ტემპერატურას თავად მიწა აკონტროლებს- წერს ავტორი. 

როგორც the Drinks Business გვატყობინებს, მიუხედავად იმისა, რომ ძველი ბერძნები და ეტრუსკებიც იყენებდნენ თიხას ღვინის დასაყენებლად, ქართული ქვევრი მაინც განსაკუთრებულია თავისი იდეითა და დაყენების ტექნოლოგიით. ამას ცნობილი ფრიულელი მეღვინე იოშკო გრავნერიც აღნიშნავს.

სტატიაში ავტორი წითელ და თეთრ ღვინოებსაც გვირჩევს. მათ შორისაა Sassotondo Ciliegiolo Poggio Pinzo 2016, რომელიც იაპონური დამარილებული ქლიავის არომატებით ხასიათდება, ასევე იასამნის, თამბაქოს, ჭარხლისა და მჟავე ალუბლის სურნელებით.

Castello del Trebbio le Anfore 2017 წითელი ღვინოა, რომელიც თიხის ჭურჭელში თვეების განმავლობაში ძველდება. აქვს ძირტკბილას, ტყავის, შავი ალუბლის ნოტები და მკაცრი დაბოლოება დაბალანსებულ მჟავიანობასთან ერთად.

Tenuta Fontana, Alberata Aspirinio di Aversa 2016 კი თეთრი, სურნელოვანი ღვინოა, რომელსაც მაცერაციის გარეშე 7 თვის განმავლობაში აყენებენ და დაშაქარული ციტრონის, კოჭისა და ლიმონჩელოს სურნელებით ხასიათდება. ღვინოების სრულ ჩამონათვალს The Drinks Business-ის სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ. სამწუხაროდ სტატიაში ვერც ერთ ქართულ ღვინოს ვერ ნახავათ, არადა ასეულობით დასახელების ქართული ქვევრის ღვინოა უკვე მსოფლიოში.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.