Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ინდაურის საცივი

 
მასალა:
ინდაური: 1 ცალი, ჯობს ახალგაზრდა, არა უმეტეს 1 წლის; თუ მეტი ასაკისაა, ხარშვა დასჭირდება ძალიან დიდხანს და საბოლოოდ შეიძლება მაინც არ ივარგოს; ჯობს მომზადდეს ნახევარ–ნახევარი დედალ–მამალი ინდაურის საცივი; დედლის ხორცი ცხიმიანია და გემრიელი წვენი გამოდის, მაგრამ წვენში ჩასადები ხორცი ცოტა რჩება (ცხიმი დნება და ნახარშში გადადის); მამალს ცხიმი ნაკლები აქვს, ხორცი – მეტი; მაგრამ მამლის ნახარში ისეთი გემრიელი არ არის.
ნიგოზი: 0,5 კგ
ნიორი: 5 დიდი კბილი
ხახვი (ქართული წითელი, მშრალი): 5 დიდი თავი
ქინძი ნედლი: ბაზრის 2 პატარა კონა (მეტიც შეიძლება)
ყვითელი ყვავილი დაფქვილი: 6 ჩაის კოვზი
ქინძის თესლი ხმელი დაფქვილი: 3 ჩაის კოვზი
უცხო სუნელი: 3 ჩაის კოვზი
მიხაკი დაფქვილი: დანის წვერზე
წითელი მწარე წიწაკა დაფქვილი: 2 ჩაის კოვზი დაახლოებით (გემოვნებაზეა დამოკიდებული და წიწაკის სიმწარეზე. გასინჯეთ წინასწარ)
ძმარი ღვინის: გემოვნებით
მარილი: გემოვნებით
 
მომზადება:
 
1. ინდაურის მომზადება:
ინდაური კარგად გასუფთავდეს, გაირეცხოს;
მოეჭრას კისერი და კანჭები;
ყველაფერი ერთად ჩაიდოს ისეთ ქვაბში, რომელშიც ზუსტად ეტევა;
დაესხას წყალი ისე, რომ ინდაური დაიფაროს;
იხარშოს საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 2 საათი ;
პერიოდულად მოეხსნას ქაფი ქაფქირით;
პერიოდულად გაისინჯოს ხორცი ბარკალზე (არ ჩაიხარშოს!);
როცა მოიხარშება, გადმოვდგათ;
ამოიღეთ ხორცი ნახარშიდან;
წაესვას მარილი ხელით, ყველა მხრიდან (შიგნიდანაც);
დაიდოს ტაფაზე და შეიდოს გახურებულ ღუმელში;
ოდნავ შეიბრაწოს; ძალიან არ გამოშრეს!
გამოიღოს, გაგრილდეს;
დაიჭრას ზომიერ ნაჭრებად.
 
2. ნიგვზანი მასის მომზადება:
ნიგოზი გატარდეს ხორცის მანქანაში ორჯერ;
მოთავსდეს ემალირებულ ჯამში;
დაემატოს ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წიწაკა, მიხაკი და 3 ჩაის კოვზი მარილი;
კარგად აირიოს;
ჯამი ოდნავ შეთბეს (ძალიან დაბალ ცეცხლზე!! მალევე გადმოდგით!)
მასა კარგად აიზილოს ხელით;
დაიყოს გუნდებად და ხელით გამოიწუროს ზეთი გუნდებიდან (ზეთი ცალკე შეგროვდეს)
ქინძი და ნიორი გატარდეს ხორცის მანქანაში;
დაემატოს გამოწურულ ნიგვზიან მასას;
კარგად აირიოს სუფრის კოვზით.
 
3. ხახვის მომზადება:
ხახვი დაიჭრას ძალიან წვრილად;
იშუშოს ინდაურის ბულიონზე მოხდილ ცხიმში;
კარგად დარბილდეს, მაგრამ არ დაიბრაწოს, ოდნავ შევარდისფრდეს;
გადმოიღეთ ემალირებულ ქვაბში;
დაესხას 17 ჭიქა გაგრილებული ბულიონი (თუ ამდენი არ არის, შეივსოს ანადუღარი წყლით);
 
4. საცივის წვენის მომზადება:
ნიგვზიან მასას დაესხას ცოტ–ცოტა ხახვიანი ბულიონი და აიზილოს კოვზით სანამ ერთგვაროვანი თხელი ფაფის კონსისტენციის არ გახდება;
ჩაისხას ეს ფაფისებრი მასა დანარჩენ ბულიონში;
კარგად აირიოს;
დაიდგას საშუალო ცეცხლზე;
მუდმივი მორევით მივიდეს ადუღებამდე;
ჩალაგდეს დაჭრილი ხორცი;
ცეცხლს დაეწიოს, იდუღოს 10–15 წუთი;
გადმოიდგას, 3–5 წუთი შეგრილდეს;
დაემატოს ძმარი თითო სადილის კოვზი გემოვნებით თანდათანობით;
დაემატოს მარილი, თუ აკლია;
დაესხას გამოწურული ზეთი;
გაცივდეს.
© ზაირა ინასარიძე

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.