Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფენოვანი ფუნთუშები

მასალა: 450 გრ. ფქვილი, 20 გრ. მშრალი საფუარი, 5 გრ. მარილი, 60 გრ. შაქარი, 1 პაკეტი ვანილი, 170 მლ. რძე, 1 კვერცხი და 1 კვერცხის გული, 140 გრ კარაქი.

მომზადება: 170 მლ. რძეში გავხსნათ 1 ჭიქა ფქვილში გახსნილი საფუარი და შემდეგ დავუმატოთ დანარჩენი ფქვილი. მოვზილოთ ცომი და გავაჩეროთ გასაფუებლად, გადავზილოთ და კიდევ დაველოდოთ ამოსვლას. გავშალოთ ცომი (ძალიან ნაზი ცომი გამოდის) და წავუსვათ 40 გრ. კარაქი, მოვაყაროთ 2 ს.კ. შაქარი, გადავკეცოთ, კიდევ წავუსვათ 40 გრ. კარაქი, ისევ მოვაყაროთ 2 სუფრის კოვზი შაქარი, გადავკეცოთ და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ იგივე პროცედურა. შევდოთ მაცივარში და გავაჩეროთ 40 წუთი. გამოვიღოთ ცომი, გავშალოთ 1 სმ სისქეზე, დავჭრათ ოთხკუთხედებად, კონვერტივით გადავკეცოთ, მოვათავსოთ ლანგარზე (ახლოს ერთმანეთთან), წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ შტრეიზელი: 30გრ. ფქვილი, 20 გრ. შაქარი და 20გრ. კარაქი გადაურიოთ ერთმანეთში და მივიღებთ ფხვიერ მასას. გავაჩეროთ 40 წუთი ლანგარზე ამოსასვლელად და გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული