Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოს ათი უძვირესი ღვინო

ითვლება, რომ რაც უფრო ძველია ღვინო, მით მეტად ფასობს ის. ზოგიერთი ღვინო, რომელთა შესმაც, სიძველის გამო, შეუძლებელიც კია, აუქციონებზე ასტრონომიულ ფასად იყიდება, კოლექციონერების სარდაფებში იდებს ბინას და მხოლოდ მათ მზერას ატკბობს. საინტერესოა, მაინც რა ღირს და რომელია ყველაზე ძვირფასი ღვინო?

აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ღვინო არის Screaming Eagle 1992,რომელიც მეწამული ფერითა და ხილის ნოტებით ხასიათდება. ეს სასმელი 2008 წელს, ნაპას ველზე გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე 500 000 დოლარად გაიყიდა. ღვინო კომპანია Cisco Systems-ის ტოპმენეჯერმა ჩეის ბეილიმ შეიძინა.

მეორე ადგილზეა 1947 წელს ჩამოსხმული ღვინო Chateau Cheval Blanc, რომელიც ჟენევაში გამართულ ქრისთის აუქციონზე 304 580 დოლარად გაიყიდა.

სამეულს აგვირგვინებს კომპანია Heidsieck-ის მიერ 1907 წელს ჩამოსხმული ღვინო Shipwrecked, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ას წელზე მეტი ხნის დაძველებისაა, 80 წელი დაჭირდა დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად. საქმე ის გახლავთ, რომ 1916 წელს რუსეთის იმპერატორისთვის განკუთვნილი ღვინით დატვირთული გემი ჩაიძირა და ეს ძვირფასი ტვირთი მყვინთავებმა ზღვის ფსკერზე მხოლოდ 1997 წელს აღმოაჩინეს. ღვინო მოსკოვის სასტუმრო Ritz-Carlton-ში, 275 000 დოლარად შეიძინა ერთ-ერთმა კოლექციონერმა.

სიის მეოთხე ადგილზეა უამრავი კოლექციონერის საოცნებო ღვინო, 1869 წლის Chateau Lafite-Rothschild. ღვინო ჰონკონგში გამართულ აუქციონზე 232 700 ათას დოლარად გაიყიდა.

მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა შოტლანდიური ვისკი Dalmore 64 Trinitas, რომლის თითოეული ულუფის ღირებულებაც 32 000 დოლარს აღწევს, ხოლო მთლიანად ბოთლი 160 100 დოლარი ღირს.

რეიტინგში მეექვსე ადგილზე გავიდა 1787 წლის Chateau Lafite. სასმელი, რომელიც თავის დროზე ამერიკის შეერთებული შტატების მესამე პრეზიდენტის - თომას ჯეფერსონის საკუთრება იყო, დღეს უკვე ძმარია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისი სარფიანად გაყიდვისთვის. ლონდონში გამართულ აუქციონზე ეს ღვინო 160 000 დოლარად გაიყიდა.

მეშვიდე ადგილზეა 1945 წლის იშვიათი ღვინო Romanée Conti, რომელიც მხოლოდ 600 ბოთლის ოდენობით ჩამოასხეს. ღვინო ჟენევაში გამართულ ქრისთის აუქციონზე ამერიკელმა კოლექციონერმა 123 900 დოლარად შეიძინა.

სიაში მერვე ადგილს იკავებს ღვინო Chateau Mouton Rothschild, რომელიც 1997 წელს ლონდონში გამართულ აუქციონზე 114 600 დოლარად გაიყიდა.

მეცხრე ადგილზეა 1865 წლის Chateau Lafite, რომელიც თავის დროზე ცნობილ ამერიკელ კოლექციონერს - ბიზნესმენ რასელ ფრაის ეკუთვნოდა. მოგვიანებით ღვინო ევროპელმა კოლექციონერმა 111 600 დოლარად შეიძინა.

ძვირფას ღვინოთა ათეულის ბოლო ადგილზე გავიდა 1787 წელს ბორდოში ჩამოსხმული Chateau d'Yquem, რომელიც ამერიკელმა კოლექციონერმა 100 000 დოლარად იყიდა.

© ღვინის კლუბი/Weekend



Romanée Conti - Chateau Mouton Rothschild ----- am gvinis shesaxeb ra icit? Romanée Conti burgundiuli, xolo Chateau Mouton Rothschild --- bordosi araa?


უბრალოდ სერჩში ჩაწერეთ და ამოყრის ხოლმე:

http://vinoge.com/search/node/Roman%C3%A9e%20Conti

ასევე მუტონ–როტშილდიც:

http://vinoge.com/search/node/Rothschild



GMADLOBT PASUXISTVIS, MALXAZ... ETKOBA KITXVA GASAGEBAD VER DAVSVI.. )) ME MAINTERESEBDA, MUTON ROTSHILD DA ROMANEE CONTI SXVADASXVA REGIONIS GVINOEBIA DA ROGOR GAERTIANDA?


მაგისთვის კიაღარ მიმიქცევია ყურადღება. რიგითი კორექტურაა :) ეტყობა მთარგმნელს გადმოყვა კოპი–პეისტით :) მადლობა შენიშვნისთვის. უკვე ჩასწორდა



GAIXARET... ))

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული