Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფაფონი (ლაზური ნამცხვარი)


მასალა:
250 გრ კარაქი
ორი ჭიქა კარტოფილის ფქვილი (ცომის გაბრტყელებისას ქვეშ მოსაბნევად)

ცომისთვის:
სამი ჭიქა პურის ფქვილი
ერთი ჭიქა რძე
სამი კოვზი ზეთი
მარილი

ფაფისთვის (კორკოტისთვის):
ათი ჭიქა რძე
ორნახევარი ჭიქა პურის ფქვილი
ცოტაოდენი მარილი (ხელისგულზე რაც დაგეტევათ)
ორნახევარი ჭიქა შაქარი
ორი კოვზი კარაქი
ხუთი კვერცხის გული
ერთი ჩაის კოვზი შავი პილპილი

სიროფისთვის:
ხუთი ჭიქა შაქარი
ხუთი ჭიქა წყალი

ცომი:

სამი ჭიქა პურის ფქვილი ჩაყარეთ გობში და მარილი დააყარეთ. შეურიეთ ერთი ჭიქა რძე და სამი კოვზი ზეთიც. კარგად მოზილეთ. ცომს რამე გადააფარეთ და შეინახეთ.

სიროფი:
ხუთი ჭიქა შაქარი და ხუთი ჭიქა წყალი კარგად შეურიეთ და მოხარშეთ.

ფაფა (კორკოტი):
ქვაბში ათი ჭიქა რძე ჩაასხით, ჩააყარეთ ორნახევარი ჭიქა პურის ფქვილი და კარგად მოურიეთ. ცოტაოდენი მარილიც უყავით და ხუთი წუთი ადუღეთ. დუღებისას ორნახევარი ჭიქა შაქარი დაუმატეთ. შემდეგ ორი კოვზი კარაქი, ერთი ჩაის კოვზი შავი პილპილი და ხუთი კვერცხის გულიც გაურიეთ და კარგად ადღვიბეთ.

ცომისაგან თერთმეტი ბურთულა გააკეთეთ და გააბრტყელეთ. გამოაცხვეთ. რომ მორჩებით, კარაქი გაადნეთ. ლანგარს კარაქი მოუსვით, გამომცხვარი ფირფიტები წყლით დაალბეთ და დაიწყეთ დაწყობა. ფირფიტებს თან კარაქი უსვით. ხუთი ფირფიტის მერე კორკოტი დაასხით და ისევ განაგრძეთ ფირფიტების წყობა უწინდებურად. ღუმელში შედგმამდე კარაქწაუსმელი ადგილი არ დატოვოთ. შემდეგ ღუმელში შედგით და აცხვეთ ვიდრე კარგად არ გაწითლდება. შემდეგ ცივი სიროფი ცხელ ფაფონს მოასხით და ნამცხვარიც მზადაა.

ფაფონი მჭადის ფქვილისგანაც მზადდება.
 
© Chkoni

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული