ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დასრულდა რიგით მეორე ღვინის ფესტივალი და კონკურსი Balkan International Wine Competition. კონკურსში ბალკანეთის რეგიონის 400-მდე ღვინო მონაწილეობდა, კატეგორია კი სულ ხუთი იყო: ცქრიალა, თეთრი, ვარდისფერი, წითელი და სადესერტო ღვინოები. საერთაშორისო ჟიურის ბერძენი სომელიე, ღვინის მაგისტრი კონსტანტინოს ლაზარაკისი ხელმძღვანელობდა. წარმოდგენილი ღვინოები ბრმა დეგუსტაციის შედეგად, ავსტრალიური სისტემის მიხედვით შეფასდა. საბოლოო ჯამში ჟიურიმ 36 ღვინო შეაფასა ოქროს მედლით, რომელთა რაოდენობაც ასე გადანაწილდა: ბულგარეთი – 16, საბერძნეთი – 6, მაკედონია – 5, უნგრეთი – 3, ხორვატია – 2, ჩერნოგორია – 2, სერბეთი – 1, თურქეთი – 1.
ცალკეულ კატეგორიებში დაჯილდოვდნენ:
ცქრიალა ღვინოები – Single Vineyard Brut 2007, Edoardo Miroglio, ბულგარეთი
თეთრი ღვინოები – Techni Alipias(სოვინიონ ბლანი და ასირტიკო) 2012, Wine Art Estate,საბერძნეთი
ვარდისფერი ღვინოები - Le Photographe Rose (გრენაში და კაბერნე სოვინიონი) 2012, Minkov Brothers ბულგარეთი
წითელი ღვინოები - Merlot Single Vineyard Reserva 2010, Château Kamnik, მაკედონია
სადესერტო ღვინოები - Disznókő Tokaji Aszú 5 puttonyos 2007, Disznókő Estate, უნგრეთი
კონკურსის გრანპრი წილად ხვდა მაკედონიურ ღვინოს Château Kamnik 2010 Merlot Single Vineyard Reserva.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი