Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“საქართველო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე შეუმჩნეველი ღვინის რეგიონია” - ამერიკული ჟურნალი საქართველოზე წერს

ჯეიმი დიტარანტო, ესპანელი მწერალი და ფოტოგრაფი  საქართველოს ღვინის კულტურის უნიკალურობის შესახებ ამერიკულ ჟურლანში Islands წერს: “ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი რეგიონი საქართველოა და თავისი სილამაზით ძალიან ჰგავს ტოსკანას”. ჯეიმი წერს, რომ საქართველო იმაზე ნაკლებ ყურადღებას იღებს ტურისტებისგან, ვიდრე ამას იმსახურებს. სტატიაში, რომელსაც ცნობილ ტურისტულ პლატფორმაზე აქვეყნებენ, ავტორი ხაზს უსვამს საქართველოს ღვინის მრავალწლიან ტრადიციებსა და სილამაზეს, რომელიც, მისი თქმით, ტოსკანას ლანდშაფტების ტოლფასია, მაგრამ საგრძნობლად დაუფასებელია სხვა ღვინის ქვეყნებთან შედარებით.

დიტარანტო მკითხველს უამბობს, რომ საქართველო ღვინის წარმოების აკვნად ითვლება და აქ 8,000 წლის წინანდელი მეღვინეობის კვალი აღმოაჩინეს. მთავარ აქცენტს კი კახეთზე აკეთებს: “ამ რეგიონში ძალიან ლამაზი ვენახებია გაშენებული, საიდანაც კავკასიონის მთების თოვლიანი მწვერვალების ხედი იშლება. კახეთი არამარტო ულამაზესია, არამედ ღვინის წარმოების მთავარი რეგიონია ქვეყანაში და 70 პროცენტი საქართველოს ვენახებისა სწორედ აქ მდებარეობს.”

სტატიაში დიტარანტო აღწერს ქართული ღვინის წარმოების ტექნოლოგიასაც, “ქვევრის” შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ასე ღვინის გემო ბევრად უფრო საინტერესო, არომატული და განსაკუთრებულია ჩვეულებრივ, კლასიკურ ევროპულ მეთოდთან შედარებით: “ფერმენტაცია ხდება თიხის ჭურჭელში, ქვევრში, რომელიც მიწაშია ჩაფლული და ღვინო იქ ძირითადად ექვსი თვის განმავლობაში ჩერდება. ამის შედეგად, ღვინოს აქვს რთული, კომპლექსური და საინტერესო ნოტები. სხვადასხვა ვაზის ჯიშით დაწურულ ღვინოს სხვადასხვა არომატები და გემური თვისებები უვითარდება”. ავტორი აღნიშნავს, რომ 500-ზე მეტი ჯიშის ყურძენი საქართველოს შეუდარებელ მრავალფეროვნებას აძლევს.

დიტარანტო მკითხველს ურჩევს, აუცილებლად ესტუმროს კახეთს, სადაც ტრადიციულად შეძლებენ ღვინის დეგუსტაციას მრავალ მარნებსა და საოჯახო მეღვინეობებში. ავტორი ასახელებს ცნობილ სასტუმროებსაც, როგორიცაა “რადისონ კოლექცია” წინანდალში, სადაც მნახველებს შეუძლიათ სასტუმროს ვენახებში გაჩერდნენ, წერს ასევე “შატო არტვაინზეც”. სტატია არა მარტო კახეთის ღვინის ტურიზმის პოტენციალს ეხება, არამედ მთლიანად საქართველოს — როგორც მსოფლიოს უძველესი ღვინის ტრადიციების ქვეყანას. ჩვენთვის კი უმნიშვნელოვანესია ამაზე ძალიან ბევრმა და ხშირად ისაუბროს, რათა ქართული ღვინის შესახებ ცნობიერება ამაღლდეს და ინტერესიც მეტად გაიზარდოს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული