Home
ქართული | English
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბარდის სუპი კლიოცკებით

1,5 ხბოს ხორცი
1 ჭიქა ბარდა
2 ცალი კარტოფილი
2 ცალი ხახვი
1 ს.კ. ტომატ პასტა
კარაქი
სტაფილო
დაფნა
1 ცალი კვერცხი და ფქვილი

მოვხარშოთ ხორცი კარგად, ამოვიღოთ ბულიონიდან და გავარჩიოთ ძვლებისგან. 100 მლ. ბულიონი ამოიღოთ და გადავდოთ დროებით. დანარჩენ ბულიონში ჩავყაროთ ბარდა და ვხარშოთ, ნახევრად როცა მოიხარშება, დავუმატოდ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და გავაგრძელოთ ხარშვა. მოვშუშოთ კარაქში დაჭრილი ხახვი, სტაფილო (გახეხილი), დავუმატოდ სუპში. ასევე დავუმატოთ დაფნა, ტომატ პასტა, მარილი, პილპილი.

მოვამზადოთ კლიოცკები: 100 მლ. გადადებული ბულიონი+1 ცალი კვერცხი+პილპილი+მარილი და ფქვილი იმდენი, რომ არაჟანზე სქელი მასა გამოვიდეს. ამოვიღოთ ჩაის კოვზით და ჩავაგდოთ სუპში.როცა ამოტივტივდება, კლიოცკები მზად არის. მე ოდნავ ნიორსა და მწვანილსაც ვუმატებ.
 
© rtuli

 

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული