Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩეხური აისვაინის დროა!

 

ყინვები ყოველთვის ცუდი ამბების მომასწავებელი როდია – მაგალითად, ჩეხეთში მორავიელმა მეღვინეებმა მოყინული ყურძნის მოსავალი - აისვაინის შესანიშნავი ნედლეული - აიღეს. ღვინის საწარმო `ზნოვინის~ (რომელიც სამხრეთ მორავიის მხარეში, ზნოიმოში მდებარეობს) თანამშრომლებმა - 20 გრადუსიან ყინვაში, თოვლით დაფარული, მოყინული ყურძენი დაკრიფეს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აისვაინის წლევანდელი, 4 ტონა მოსავალი, განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა. მეღვინეთა თქმით, აისვაინის დასამზადებლად მხოლოდ ის მარცვლები გამოდგება, რომლებიც არანაკლებ - 7 გრადუსზე მოიყინა. საინტერესოა, რომ ყურძნის კრეფა განთიადამდე უნდა მოხდეს, რათა საბოლოოდ არ გაიყინოს და სიტკბო არ დაკარგოს. გარკვეული დროით ყურძენს - 2 გრადუსზე ათავსებენ, რომ მტევანი ოდნავ შელღვეს. ასეთი ყურძნისგან დგება ბუნებრივად ტკბილი ღვინო, შაქრის დამატების გარეშე, 8-9% ალკოჰოლის შემცველობით. 
აისვაინის დამზადების ტრადიცია 1794 წელს გერმანიის ოლქში, ფრანკონიაში აღმოცენდა: მეღვინეებს ადრეულმა ყინვებმა მოუსწრეს. აღებული მოსავლით დამზადებული სასმელი პოპულარული გახდა და მე-20 საუკუნისთვის მას ამზადებდნენ უკვე არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ შვეიცარიაში, ავსტრიასა და სლოვენიაშიც, 1983 წლიდან კი მისი წარმოებით უკვე კანადელებიც დაინტერესდნენ. ჩეხეთში აისვაინის წარმოება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყეს. რამდენიმე წლის წინ პირველი ქართული აისვაინებიც დამზადდა. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.