Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Tavuklu Pilav

საჭირო მასალა: 1 პატარა ქათამი, 1 ჭიქა ბრინჯი, 1 ჭიქა გარჩეული ნუში, 1 ჭიქა გარჩეული ფსტა, 1 ცალი კარტოფილი, 1 ს.კ. კარაქი, 3 ჭიქა ქათმის ბულიონი, მარილი, პილპილი.

მომზადება: ქათამს გადავაცალოთ კანი, მოვათავსოთ ქვაბში და დავასხათ იმდენი წყალი, რომ ქათამი დაფაროს. მოხარშვას ცოტა რომ დააკლდება, დავაყაროთ მარილი.  მოხარშული ქათამი გავარჩიოთ ძვლებისგან და დავჭრათ, ბულიონი კი საცერში გადავწუროთ და შევინახოთ. სანამ ქათამი მოიხარშება, ცხელ წყალში 30 წუთით დავალბოთ ბრინჯი. მშრალ ქვაბში გავადნოთ კარაქი და რამდენიმე წუთის განმავლობაში ვშუშოთ ნუში, შემდეგ დავუმატოთ გადაწურული ბრინჯი და განვაგრძოთ შუშვა 5-10 წუთის განმავლობაში. ტეფლონის ქვაბში მოვათავსოთ თხლად დაჭრილი კარტოფილი. ზემოდან მოვაყაროთ ბრინჯის ნაწილი, ქათმის ხორცი და ფსტა. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შემდეგ კვლავ ბრინჯი დავაყაროთ, დავასხათ ბულიონი და  მაღალ ცეცხლზე თავდახურული ვხარშოთ. 3-5 წუთის შემდეგ ცეცხლს ავუწიოთ და კიდევ 10 წუთი ვხარშოთ. კერძი ოდნავ შევაგრილოთ და ლანგარზე გადმოვაპირქვავოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული