Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გვირგვინები კვერცხით

საჭირო მასალა: 250 გ. ფქვილი, 1 ჩ.კ. მშრალი საფუარი, 20 გ. კარაქი, 200 მლ. რძე, 1 ს.კ. შაქარი, 1 ს.კ. თაფლი, 1/2 ჩ.კ. მარილი, 1-2 ს.კ. სეზამის მარცვლები ან დაფქული ნიგოზი, 13 კვერცხი 

მომზადება: ფქვილი გავცრათ და ავურიოთ საფუარი. რძეში შევურიოთ თაფლი, შაქარი, კარაქი და მარილი, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და შევათბოთ მანამ, სანამ ერთმანეთში არ გაიხსნება ეს პროდუქტები. გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევაგრილოთ. თბილი რძე შევურიოთ ფქვილისა და საფუარის ნარევს და დავდგათ სითბოში. ცომი უნდა გაფუვდეს 2-3-ჯერ. ამის შემდეგ ცომი დავყოთ 12 ნაწილად და თითოეული ნაწილისაგან გავაკეთოთ თითო დაწნული გვირგვინი. მომზადებული გვირგვინები კვლავ თბილ ადგილას დავდოთ. 12 კვერცხი გავრეცხოთ და შევახვიოთ ცალკ-ცალკე ტყვიის ქაღალდში (ფოლგა).
1 კვერცხი გავთქვიფოთ და წავუსვათ გვირგვინებს, მოვაყაროთ დაფქული ნიგოზი, ზემოდან დავდოთ ფოლგაში გახვეული კვერცხი და 180 გრადუსზე გახურებუილ ღუმეში შევდოთ 30-40 წუთით. როდესაც გვირგვინები გამოცხვება, გამოვიღებთ, კვერცხებს მოვაცლით ტყვიის ქაღალდს, ნაჭუჭს და ჩავაწყობთ გვირგვინებში.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.