სპირტიანი სასმელების მწარმოებელი დამოუკიდებელი კომპანია William Grant&Sons Ltd აცხადებს, რომ ბრენდისგანვითარებისთვის არსებულმა ინვესტიციის რაოდენობამ 35 მილიონ ფუნტს მიაღწია.
ბოლო ორი წლის მანძილზე ამ ბრენდის გაყიდვა 12%-ით გაიზარდა, რაც განპირობებულია შოტლანდიურ ვისკიზე განვითარებადი ბაზრების მოთხოვნით, მაგალითად, რუსეთის ბაზრის. სასმელზე დიდმა მოთხოვნილებამ დამატებით ინვესტიციათა აუცილებლობა წარმოშვა.
დღესდღეობით Grant’s ითვლება ვისკის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფგანვითარებად ბრენდად. მსოფლიოში მისი გაყიდვის რაოდენობა 4,7 მილიონ ბოთლს აჭარბებს. მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შეფუთვის ახალი დიზაინი, ფართომასშტაბიანი მარკეტინგული კამპანია და ახალი ინვესტიცია ბრენდს საშუალებას მისცემს, მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავოს.
განახლებული დიზაინის შექმნა და მასშტაბური კამპანია 2008 წლის აპრილიდან დაიწყო.
© „მარანი“
თქვენი კომენტარი