გამოქვეყნებულია: 4 ნოემბერი, 2013 - 22:02
ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ იაპონიაში კატების კულტია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დადასტურდა - შინაურ ცხოველთა საკვების მწარმოებელმა იაპონურმა კომპანია B&H Lifes-მა გადაწყვიტა, ღვინის მოყვარულთა კატებზე ეზრუნა. ადამიანებმა “ჩვეულებრივი ღვინის” სმისას თავი მარტოსულად რომ არ იგრძნონ, საგანგებოდ მათი მეგობრებისთვის - კატებისათვის - “კატების ღვინო” შეიქმნა.
სასმელი, რომელსაც Nyan Nyan Nouveau ჰქვია, კაბერნე ფრანის ყურძნის წვენისაგან არის დამზადებული და C ვიტამინითა და პიტნის არომატით არის გამდიდრებული. სასმლის სახელწოდება ასე იშიფრება - Nyan ჩვენებურად “მიაუს” ნიშნავს, Nouveau კი “ბოჟოლე ნუვოს” დღესასწაულის პატივსაცემად ეწოდა, რომლის დიდი თაყვანისმცემლებიც არიან იაპონელები.
მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ სასმელი კატების მეპატრონეთა შორის ძალიან პოპულარული გახდება და დღესასწაულებზე, ადამიანების მსგავსად, თავიანთ შინაურ ცხოველებსაც გაუმასპინძლდებიან ღვინით.
კომპანიამ ჯერჯერობით მხოლოდ 1000 ბოთლი სასმელი გამოუშვა, 180 მლ-იან შუფუთვაში, რომლის თითო ეგზემპლარიც 4 დოლარად იყიდება. მწარმოებლებმა გადაწყვიტეს, რომ კორპის საცობის ნაცვლად, ბოთლისთვის ხრახნიანი სახურავი გაეკეთებინათ, რათა პატრონებმა საყვარელ ცხოველებს სასმელი მთელი წლის განმავლობაში გამოუზოგონ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი