Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რეკორდული აუქციონი

ამ რამდენიმე დღის წინ ლონდონში ჩატარებულ Christie's იშვიათი ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების აუქციონზე ერთდროულად რამდენიმე რეკორდი დაფიქსირდა. სხვა ცნობილ ლოტებთან ერთად ორდღიან აუქციონზე წარმოდგენილი იყო პარიზის სახელგანთქმული რესტორნის - Le Tour d'Argent-ისა და ლონდონური  Le Cafe Anglais-ის კუთვნილი სასმელები. საერთო ჯამში აუქციონზე გამოტანილი იყო 1 407 ლოტი, რომელთა 88%-იც გაიყიდა. გაყიდვების შედეგებმა 4 157 901 გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც 6 702 536 აშშ დოლარის ეკვივალენტია - ეს რეკორდული თანხაა Christie's ღვინის აუქციონების ისტორიაში. აუქციონზე წარმოდგენილი ყველაზე ძვირი ათი ლოტიდან 5 აზიელმა მყიდველებმა შეიძინეს. 1947 წლის Chateau Cheval Blanc-ის 12-ბოთლიანი კეისი 126 500 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა, ამავე ღვინის მაგნუმი კი 24 150 გირვანქა სტერლინგად. აუქციონის ვარსკვლავად იქცა 1788 წლის კონიაკი Clos du Griffier Grande Fine Champagne Cognac, რომელიც 17 825 გირვანქა სტერლინგად შეიძინეს. 1805 წლის La Tour d'Argent Grande Champagne Cognac -ის ორი 2,5-ლიტრის მოცულობის კონიაკი, თითოეული 25 300 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული