Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნიკოლაძეების მარანის ცოლიკოური დეკანტერის რჩეულ ღვინოებს შორის მოხვდა

ელენე ბუხაიძის ფოტო

ჟურნალი დეკანტერი, 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საკუთარი თანამშრომლებისა და ავტორების წლის ფავორიტი ღვინოების ჩამონათვალს აქვეყნებს

ავტორთა შორისაა გასტრონომიის, ღვინისა და მოგზაურობის მწერალი, ფოტოგრაფი - კარლა კაპალბო, რომელმაც საქართველოში სულ ახლახანს, უკვე მესამედ, იმოგზაურა. კაპალბო მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს შორის ნიკოლაძეების მარანის ცოლიკოურს (ცოლიკოური 2013, ნახშირღელე, იმერეთი) ასახელებს.

„მომწონს ის ღვინოები, რომლებიც სტატუს კვოს შესახებ კითხვებს აღძრავს. ეს მშვენიერი ქარვისფრად შეფერილი თეთრი ღვინო, როგორც ბევრი სხვა, საუკეთესო ქართული ღვინო,  დაყენებულია ქვევრში (ტრადიციული დიდი ზომის თიხის ჭურჭელი, რომელიც დარგულია მიწაში). რამაზ ნიკოლაძე აწარმოებს მას საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, იმერეთის მთებში, ცოლიკოურის ასწლოვანი ვაზისგან, ჭაჭაზე სამთვიანი დავარგებით, კლერტის გარეშე. სანელებლების, გარგრისა და ჩაის ეგზოტიკური ნოტები ღვინოში ამაღელვებელი ენერგიით გაგიძღვებათ ტანინებიანი, დახვეწილი დაბოლოებისკენ. ეს ღვინო საოცრად მიდის საკვებზე.“ - წერს კაპალბო. 

შეგახსენებთ, რომ რამაზ ნიკოლაძის ცოლიკოური 2015 წლის ივლისში independent-ის რჩეული ნარინჯისფერი ღვინოების ათეულში მოხვდა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

 



ვააააააა

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული