Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვულკანის ამოფრქვევა არყის რეკლამისთვის გამოიყენეს

ალკოჰოლის უდიდესმა მწარმოებელმა ისლანდიურმა კომპანია Reyka Vodka-მ გადაწყვიტა რეკლამისთვის გამოეყენებინა მათ ქვეყანაში მომხდარი ვულკანის ამოფრქვევა, რომლის გამოც უამრავი ავიარეისი გადაიდო. კომპანიამ გამოაცხადა კონკურსი ყველაზე დრამატული ისტორიისთვის, რომელიც ევროპის ამ სატრანსპორტო კოლაფსს უკავშირდება. კონკურსის გამარჯვებული ისლანდიაში მოგზაურობით დაჯილდოვდება. კომპანიის ვებგვერდზე უკვე გამოჩნდა ჩაშლილი თაფლობის თვის, ვერშემდგარი საქმიანი შეხვედრისა თუ ჩაშხამებული შვებულების ამსახველი გულისამაჩუყებელი ისტორიები. გამარჯვებული, როგორც აცხადებენ, მაისში გამოვლინდება, როცა ვულკანის ამოფრქვევისგან გაჩენილი მტვერი საბოლოოდ გაიფანტება. არყის ისლანდიელი მწარმოებლები ამბობენ, რომ ვულკანზე განაწყენება არ ღირს – ეს ხომ ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც ხელს უწყობს კუნძულის ფორმირებას და ამ მოვლენას სარეკლამო სლოგანადაც იყენებენ - ,,ბოლო დღეების განმავლობაში თქვენ დარწმუნდით, თუ რაოდენ უნიკალურია ისლანდიის ბუნება. გარწმუნებთ, ჩვენი არაყი არანაკლებ უნიკალურია.”


© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული