ავსტრალიის ღვინის ინდუსტრია 2024 წელს რთული სურათის წინაშე აღმოჩნდა, რაც Wine Australia-ს უახლეს ანგარიშშიც ჩანს. მიუხედავად ზოგიერთი დადებითი ტენდენციებისა, სექტორი ებრძვის წარმოების კლებას, მოხმარების შემცირებასა და გლობალურ, ეკონომიკურ ზეწოლას.2024 წლის ავსტრალიური მოსავლის მოცულობამ 1.43 მილიონი ტონას მიაღწია, რაც 9%-ით მეტია წინა წელთან შედარებით, მაგრამ 18%-ით ნაკლებია 10-წლიან საშუალო მაჩვენებელზე, რაც 1.73 მილიონი ტონაა. ეს უკვე მეორე წელია, როდესაც მოსავალი მნიშვნელოვნად დაბალია საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.
მთლიანი ღვინის წარმოება ავსტრალიაში 8%-ით გაიზარდა და 1.04 მილიარდი ლიტრს მიაღწია, თუმცა ეს მაინც 2006–07 წლების შემდეგ მეორე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და 16%-ით ნაკლებია 10-წლიან საშუალო მაჩვენებელზე.
თუმცა, ამის მიუხედავად, თეთრი ღვინის წარმოებაში დადებითი ტენდენციები შეინიშნება 20%-ით ზრდით, 531 მილიონი ლიტრის ფარგლებში, რაც ნიშნავს, რომ პირველად 2011–12 წლების შემდეგ, თეთრი ღვინის წარმოებამ გაუსწრო წითელი ღვინის წარმოებას. ეს უკანასკნელი კი 2%-ით შემცირდა და 511 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია 10-წლიან საშუალო მაჩვენებელზე, რომელიც 671 მილიონი ლიტრი იყო.
პიტერ ბეილი, Wine Australia-ს ანალიზის მენეჯერი, დაბალ წარმოებას ამ სეზონის რთულ ამინდებსა და ეკონომიკურ პირობებს უკავშირებს: „ეს იყო კიდევ ერთი რთული სეზონი ჩვენი ქვეყნის მრავალი რეგიონისთვის, ძლიერი წვიმებით, წყალდიდობებით და ქარით, რამაც ყვავილობის პროცესზე გავლენა მოახდინმა, მშრალმა გაზაფხულმა კი გამოიწვია ცივი ღამეები და ყინვა“, - განაცხადა ბეილიმ. „თუმცა, ეს შედეგი ასევე გამოწვეულია ღვინის კომპანიების მიერ წარმოების ან შემოსვლის შემცირებისგანაც, რაც განპირობებულია მიმდინარე ეკონომიკური პირობებით, რომლებიც გავლენას ახდენს ღვინის მოთხოვნაზე.“
ავსტრალიური ღვინის გაყიდვების მოცულობაც შემცირებულია, საერთო გაყიდვები 1.08 მილიარდი ლიტრის ფარგლებშია, რაც 0.7%-ით კლების მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით და 11%-ით ნაკლებია 10-წლიან საშუალო მაჩვენებელზე. შიდა გაყიდვებმა 42%-ს მიაღწია, რაც 37%-იანი მაჩვენებლით ნაკლებია 2017–18 წლებზე, როდესაც ექსპორტი პიკს აღწევდა. თეთრი ღვინის შიდა გაყიდვები 3%-ით გაიზარდა და 200 მილიონი ლიტრი შეადგინა, ხოლო წითელი ღვინის გაყიდვები 5%-ით შემცირდა 179 მილიონი ლიტრამდე.
ექსპორტზე საერთო გაყიდვების მოცულობა პრაქტიკულად არ შეცვლილა და დარჩა 619 მილიონი ლიტრის ფარგლებში, რაც 20 წლის განმავლობაში საკმაოდ დაბალ დონეს წარმოადგენს. თუმცა, ჩინეთის ბაზარზე ცვლილებამ 2024 წლის მარტში ტარიფების მოხსნის შემდეგ, წითელი ღვინის ექსპორტი ჩინეთში გაიზარდა და 32 მილიონი ლიტრი შეადგინა, მიუხედავად ამ ზრდისა, ექსპორტის მოცულობამ სხვა ბაზრებზე შემცირება განიცადა, რაც გლობალურ სავაჭრო გამოწვევებზე მიუთითებს.
2024 წელს მსოფლიო ღვინის წარმოება ყველაზე დაბალ დონეზეა 1961 წლის შემდეგ, რაც ერთის მხრივ გამოწვეულია ცუდი კლიმატური პირობებით. მიუხედავად ამისა, გლობალურად მიწოდება მაინც აღემატება მოხმარებას, რომელიც შემცირებულია ეკონომიკური ზეწოლითა და ალტერნატიულ, უალკოჰოლო სასმელებზე მოთხოვნის გაზრდის გზით .
ავსტრალიაში ღვინის მოხმარება 9%-ით შემცირდა ბოლო 7 წლის განმავლობაში, რაც ასევე გლობალური ფაქტორების გავლენას ეხმაურებსა. Wine Australia-ს ანგარიში ვარაუდობს, რომ მომდევნო წლებში შიდა და გლობალური მოთხოვნის კიდევ უფრო შემცირება იქნება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს წარმოების სტრატეგიული განგებულების საჭიროებას, რათა შეესაბამებოდეს ბაზრის რეალობას.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი