გამოქვეყნებულია: 1 მაისი, 2014 - 18:08
ლიტვური სარეკლამო სააგენტო McCann Vilnius-ის დიზაინერებმა ღვინის ორიგინალური ჭურჭელი შექმნეს. მათ სცადეს, ახლებურად გაეაზრებინათ ღვინის არსი და მიხვდნენ, რომ ეს სასმელი არა მხოლოდ ათრობს ადამიანს, არამედ კბილებსა და ტუჩებს იისფრად უღებავს. სწორედ ამ იდეით შთაგონებულმა დიზაინერებმა შექმნეს ჭურჭელი ღვინო Couleur Nouveau-სათვის. ჭურჭელს იისფერი საღებავის ქილის ფორმა აქვს და ტრადიციული ეტიკეტი და ინსტრუქციაც კი ახლავს, სადაც შეგიძლიათ ამოიკითხოთ, რა რაოდენობის ღვინო უნდა მიირთვათ, ტუჩები და კბილები ამა თუ იმ ტონის იისფრად რომ შეგეღებოთ. ღვინო, რომელიც ამ შეფუთვით, შეზღუდული რაოდენობით გამოუშვეს, უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში.
© ღვინის კლუბი /Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი