Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საუკეთესო ადგილები სამოგზაუროდ ღვინის მოყვარულთათვის

თუ ღვინის მოყვარული ხართ და სხვადასხვა ქვეყნის ღვინოებით ხშირად ინტერესდებით, დიდი შანსია, გასინჯული გქონდეთ იტალიური, ფრანგული, ესპანური ღვინოები, რადგან ისინი, მეტ-ნაკლებად ცნობილია ჩვენთვის. თუმცა თუ ეძებთ ღვინის რეგიონს, რომელიც ცოტა უცხო და “შორეულია”, ისეთი ადგილი უნდა მოძებნოთ, რომელიც ძალიან მოგხიბლავთ ღვინით, მისი სიღრმითა და ისტორიით: “მდიდარი ისტორიები და თვალწარმტაცი ვენახები ყოველთვის ემსახურება ღვინის რეგიონის გაუმჯობესებას, მაგრამ ის, რაც სტუმართათვის ნამდვილად დასამახსოვრებელს ხდის, სწორედ ის მეღვინეები არიან, რომლებიც მთელი გულითა და სულით აყენებენ ღვინოს. ის, ვისთვისაც ღვინო საარსებო წყაროა.. და როდესაც ისინი თავიანთი ვრცელი ისტორიების გაზიარებას იწყებენ თქვენთვის, ეს დაუვიწყარი გამოცდილების ოქროს ბილეთი ხდება.”- ვკითხულობთ სტატიაში.

გარდა იმისა, რომ სხვა ქვეყნებზეც საუბრობს ავტორი, ერთ-ერთ იმ ღვინის რეგიონად, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროს ღვინის მოყვარული ადამიანი, საქართველოს ახსენებს. სტატიაში ვკითხულობთ ჩვენი 8000 წლიანი კულტურისა და ღვინის ქვევრში დაყენების უნიკალურ მეთოდზე: “ხშირად ბევრი რეგიონი, მას შემდეგ რაც პოპულარობას მიაღწევენ,  ღვინის დაწურვის ხარისხს კარგავენ და ბაზარს არგებენ ხოლმე თავიანთ ღვინოს. საქართველოში ასე არ ხდება. თუ თქვენ შარდონესა და კაბერნე სოვინიონს ეძებთ, მაშინ ევროპის სხვა ქვეყნებს ესტუმრეთ. აქ თქვენ ნახავთ ღვინოს, რომელიც ყოველგვარი დანამატებსა და ხელოვნურ ჩარევასაა მოკლებული. საქართველოში მეღვინეობათა დიდი პროცენტი სწორედაც, რომ ბიო-მეღვინეობაა”

საქართველოს გარდა სტატიაში შეხვდებით ესპანეთს, კონკრეტულად კი კანარის კუნძულებს. ეს საკმაოდ შორს არის მეღვინეობის ძირითადი რეგიონებისგან. განსაცვიფრებელი პეიზაჟების, თავმდაბალი სტუმართმოყვარეობისა და უნიკალური ლანდშაფტების გამომხატველი კანარის კუნძულები ნამდვილად ღირს სანახავად: “მადრიდიდან ოთხი საათის სავალ გზაზე ღვინის ამ რეგიონში თქვენ შეხვდებით საუკეთესო ღვინოებს, რომელთაც კი ქვეყანა მსოფლიოს სთავაზობს. მეღვინეები კანარის კუნძულებზე ძირითადად listan blanco-სა და listan negro-ს მოსავალს იღებენ იმ ვენახებიდან, რომლებიც ატლანტის ოკეანეს გადაჰყურებს”. 12000 ფუტის სიმაღლეზე ტეიდის მთის მიძინებული ვულკანი დგას კუნძულ ტენერიფზე, რომელიც შესანიშნავ მიკროკლიმატს ქმნის ვაზისთვის. როგორც ავტორი წერს, ტენერიფე მსოფლიოში საუკეთესო კლიმატით გამოირჩევა.  

ალენტეიოს რეგიონის მშრალი ამინდისა და იქაური ლანდშაფტის წყალობით მსოფლიოს კორპის წარმოების ნახევარზე მეტი სწორედ ამ რეგიონზე მოდის. აქ ნახავთ ლამაზ ხეობებს, მთებს, ვაკეებსა გემრიელ, არომატულ წითელ ღვინოებს. აქ საკმაოდაა განვითარებული ღვინის ტურიზმი, საკმაოდ ბევრ ქარხანს აქვს რესტორანი და სასტუმრო, რაც მნახველს უფრო დიდ მრავალფეროვნებას სთავაზობს.

სტატიაში საუბარია ავსტრიაზეც. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიის ლანდშაფტი და არქიტექტურა ისედაც, თავისთავად იმსახურებს დიდ აღტაცებას, ავსტრიული ღვინო, როგორც სტატიიდან ვკითხულობთ, საკმარისად დაფასებული არაა. თეთრი ღვინოები, რომლებიც მოდის Gruner veltiner-ისა და Riesling-ის ყურძნიდან, განსაკუთრებით აღსანიშნავია. Wachau იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლია. აქ ნახავთ უამრავ ვენახს, ღვინის ქარხნებსა და პატარა მარნებს, რომლებიც მრავალსაუკუნოვან ისტორიას აგრძელებენ. 

სტატიაში შეხვდებით ინგლისის, მექსიკის, საბერძნეთისა და ამერიკის ღვინის რეგიონებსაც, რომელთაც დეტალურად თავად ავტორი სტატიაში გაგაცნობთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.