Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველომ გერმანიაში მითვისებული ეროვნული ბრენდები დაიბრუნა

საქართველომ გერმანიაში მითვისებული ეროვნული ბრენდები დაიბრუნა. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე "საქპატენტის" ხელმძღვანელმა, ირაკლი ღვალაძემ განაცხადა, წლების განმავლობაში გერმანიაში რუსული კომპანია Moscow wines&spirits company GMBH-ის მიერ მითვისებული ქართული ღვინის ბრენდები "წინანდალი", "ქინძმარაული" და "ხვანჭკარა" კვლავ საქართველოს სახელმწიფო კუთვნილებაა.
ღვალაძის ინფორმაციით, "საქპატენტისთვის" ცნობილი გახდა, რომ გერმანიის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყებაში 2001 წლიდან კომპანია Moscow wines&spirits company GMBH-ს სახელზე რეგისტრირებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოების დასახელბები "წინანდალი", "ქინძმარაული" და "ხვანჭკარა", რომელსაც ხელშეკრულების ვადა 2011 წელს ეწურებოდა.
"საქპატენტმა" დაიქირავა გერმანული იურიდიული ფირმა, რომლის მეშვეობითაც, საჩივრით მიმართა გერმანიის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყებას და Moscow wines&spirits company GMBH-ის რეგისტრაციის გაუქმება მოსთხოვა. საჩივარში განამრტებული იყო, რომ "წინანდალი", "ქინძმარაული" და "ხვანჭკარა" არის რეგისტრირებული ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებები, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაა და დაუშვებელია მათი სასაქონლო ნიშნით რეგისტრაცია რომელიმე უცხოური კომპანიის მიერ.
"გუშინ მივიღეთ პასუხი, რომ Moscow wines&spirits company GMBH-ს ქართული ბრენდების გამოყენების უფლება აღარ მიეცემათ",-განაცხადა "საქპატენტის" ხელმძღვანელმა.
ირაკლი ღვალაძის განცხადებით, თვეების განმავლობაში ცდილობდა კომპანია Moscow wines&spirits company GMBH-ის ხელმძღვანელებთან დაკავშირებას, თუმცა კომპანია მისამართებს ხშირად იცვლიდა და კონტაქტზე მხოლოდ ადვოკატები გამოდიოდნენ.
"საქპატენტი" ქართული ადგილწარმოშობის ბრენდების უცხოური კომპანიების მიერ უკანონო გამოყენების თავიდან ასაცილებლად, მკაცრ კონტროლს ახორციელებს.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "საქპატენტის" ხელმძღვანელმა ირაკლი ღვალაძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებისა და "საქპატენტის" თხოვნით, საქართველოს საელჩოები და ქართული დიასპორები მკაცრად აკონტროლებენ უცხოეთში ქართული სახელწოდებებისა და ადგილწარმოშობის პროდუქტებს.
"ჩვენ სერიოზულ მონიტორინგს ვატარებთ უცხოეთში ამ მხრივ, რაშიც საელჩოები და ქართული სათვისტომოები გვეხმარებიან, რათა ქართული ბრენდი დაცული იყოს გაყალბებისგან უცხო კომპანიების მიერ", - განაცხადა ირაკლი ღვალაძემ.


მა რა ეგონათ? დედა კი ვატირე მაგათი!!!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.